0

საარჩევნო ადმინისტრაციები – შემადგენლობა და კვალიფიკაცია

5/10/10

როგორაა დაკომპლექტებული საუბნო საარჩევნო კომისიები, ვინ არიან და როგორ ინიშნებიან მისი წევრები.
საარჩევნო უბნის 13-კაციანი შემადგენლობიდან ექვსი წევრი საოლქო საარჩევნო კომისიიდან ინიშნება.
ეს წევრები კონკურსგავლილები არიან. 210 კაცის მიღება შეგვეძლო და 300-ზე მეტი განცხადება შემოვიდა. ვეცადეთ, უპირატესობა უმუშევრებისთვის მიგვენიჭებინა”, - ამბობს #37 ახალციხის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ლეილა ნარიმანიშვილი.
ახალციხის ოლქში არჩვენებს ხუთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი დააკვირდება: “ჩვენ თვითონ”, “რესპუბლიკური პარტია”, “კონსერვატიული პარტია”, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”. ახალციხისგან განსხვავებით ადიგენის ოლქში ხუთ ოპოზიციურ პარტიას მხოლოდ ერთი - “ლეიბორისტული პარტიაემატება. 
რადგან ჩვენთან ლეიბორისტებმა წევრები არ წარმოადგინეს, ოლქი ვალდებული იყო, კონკურსი ხელმეორედ გამოეცხადებინა. ამდენად, მეცამეტე წევრები ჩვენ დავამატეთ”, - გვიხსნის ლეილა ნარიმანიშვილი.
კონსერვატორებისადარესპუბლიკელებისწარმომადგენლები, რომლებიც ახალციხეში მუშაობენ, აცხადებენ, რომ უბნებზე სხვა პოლიტიკური პარტიების სახელით დაკომპლექტებული ნაციონალები არიან”.
ბოლო არჩევნებზე ასე იყო. ეს ოპოზიციის სისუსტის ბრალია”, - ამბობს კონსერვატიული პარტიის წევრი საოლქო საარჩევნო კომისიაში ნინო ბაღდოშვილი და დასძენს, რომ ლეიბორისტებმა ამჯერადაც ნაციონალებს დაუთმეს ადგილი:საოლქო სვამს მათ ნაცვლად წევრებს, საოლქოს ჩასმული კი რაცაა, ყველამ კარგად ვიცით”.
რესპუბლიკური პარტიისახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თამარ გოგოლაძის თქმით, პარტიები, რომლებსაც რაიონებში ორგანიზაციები არ აქვთ, ადგილს იმ პარტიებს უთმობენ, რომლებსაც რეგიონებში თავიანთი წარმომადგენლები ჰყავთ: ჩვენთვის ეს არავის შემოუთავაზებია”.
ახალციხის საარჩევნო ოლქში 35, ადიგენის საარჩევნო ოლქში კი 18  უბანია.
7 მაისსსამხრეთის კარიბჭერამდენიმე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა.
ადიგენის საარჩევნო ოლქის #7 ვარხნის უბანზე მდივანი - ნარგიზა მსხვილიძე, პოლიტიკური გაერთიანების - “ჩვენ თვითონწარმომადგენელია. თუმცა, არც პარტიის საარჩევნო პროგრამას იცნობს და არც ის იცის, ამ პარტიაში როგორ მოხვდა.
რაც უნდა ყველა ოპოზიციას, ის გვინდა ჩვენც. პროგრამიდან რა ვიცი ახლა. ამ პარტიაში რომ უნდა ვყოფილიყავი, ასე გაგვაცნეს საოლქოდან, არსენა რომ ჰქვია, იქიდან, (“.სტილი დაცულია)” - ამბობს ნარგიზა მსხვილიძე.
გარდა მდივნისა, უბანზე კიდევ სამი მსხვილიძეა წარმოდგენილი. მათ შორის ერთ-ერთი მარინა მსხვილიძე სოფლის რწმუნებულის დედაა. ნარგიზა მსხვილიძის განმარტებით, იგიუბანზე ნაციონალებიდანაა ჩასმული”: ჩვენ არანაირი ნათესაური კავშირი არ გვაქვს, სხვადასხვა გვარები გვაქვს, უბრალოდ, რძლები ვართ და ქმრების გვარზე ვწერივართ”.  
ახალციხის #30 საარჩევნო უბანზე 14:09 საათზე უბნის მორიგეები არ იმყოფებოდნენ. ეს უბანი საბავშვო ბაღის შენობაში მდებარეობს. დღეს აქ არავინ გამოჩენილა”, - გვითხრეს ბაღის თანამშრომლებმა.  
16:35 საათზე არავინ იყო ახალციხის #28 საარჩევნო უბანზეც. არავინ გამოჩენილა”, - გვითხრა საბავშვო ბაღის აღმზრდელმა.
ამ უბნებისგან განსხვავებით მორიგეები ადგილზე დაგვხვდენენ ახალციხის ¹8 საარჩევნო უბანზე. საუბნო კომისიის მდივანი ლია სუდაძე ოპოზიციურ პარტიასჩვენ თვითონწარმოადგენს: პროგრამას ძირფესვიანად არ გავცნობივარ, მაგრამ ამ გადასახედიდან მომეწონა. აქ არ ვიცი, ვინაა პარტიის უფროსი. ზუსტად ვინ ხელმძღვანელობს პარტიას, ნამდვილად ვერ გეტყვით. საიდუმლოა, პარტიაში როგორ მოვხვდი”. (“.სტილი დაცულია).
ლია სუდაძემ არ იცის, რომ პარტიას, რომელსაც უბანზე თავად წარმოადგენს, ახალციხეში ორგანიზაცია არ აქვს.
ახალციხის #4 საარჩევნო უბანზე მდივანი ლელა ბურდული პარტიამრეწველებიდანაა”. მას პარტიის პროგრამიდანყველაზე მეტად ის მოსწონს, უმუშვერებს რომ დაასაქმებენ”: პარტიაში ვინ დამარეგისტირირა, არ ვიცი, ახალციხეში დავრეგისტრირდი”.
ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ალექსანდრე ბალახაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მათ არ დაუკომპლექტებიათ. იმავეს აცხადებს ახალციხის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ლეილა ნარიმანიშვილიც: თავიანთი წევრების სიები პარტიებმა თავად გადმოგვცეს. უბნები დავაკომპლექტეთ და მათი მორიგეობის განრიგსაც მკაცრად ვაკონტროლებთ”.
თამუნა უჩიძე, ახალციხე-ადიგენი

0 Responses to "საარჩევნო ადმინისტრაციები – შემადგენლობა და კვალიფიკაცია"