0
"ალიანსის" წარმომადგენლები საარჩევნო დარღვევების შესახებ იმერეთში
"ალიანსის" წარმომადგენლები საარჩევნო დარღვევების შესახებ იმერეთში
5/30/10
ქუთაისის საარჩევნო უბნებში არჩევნების მიმდინარეობის პროცესს საარჩევნო ბლოკის "ალიანსის საქართველოსთვის" წარმომადგენლებიც აკვირდებიან. "ალიანსის" საარჩევნო სიის პირველი ნომრის მამუკა მღვდელაძის ინფორმაციით: "ქუთაისის #116 საარჩევნო უბანი 25 წუთის დაგვიანებით გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წევრები ადგილზე იყვნენ და შეფერხებისთვის არანაირი პირობა არ არსებობდა, დილით მისული ამომრჩევლები უბანთან 25 წუთის განმავლობაში ალოდინეს."
"ალიანსელების" ინფორმაციით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები განსაკუთრებით აქტიურობდნენ გამარჯვების ოლქში: "მასობრივად მოჰყავდათ ამომრჩევლები და 11 საათისთვის ამ ოლქის თითოეულ უბანში 200-მდე ამომრჩეველი იყო დაფიქსირებული. "ნაციონალების" კოორდინატორები დგანან, ასევე, #52 და #53 საარჩევნო უბნების შესასვლელებში და ღიად ეწევიან აგიტაციას" - ამბობს მღვდელაძე. http://www.youtube.com/watch?v=OteUBVU_6YE
"ალიანსის" წარმომადგენლები საჩივრები დაწერეს სამტრედიის #47 და #42 საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევბთან დაკავშირებით. საქმე ის არის, რომ აღნიშნული უბნებიდან გადასატანი ყუთები ისე გავიდა, რომ ბიულეტენებს ხელმოწერები არ ჰქონდა დასმული. "ჩვენმა წარმომადგენლებმა მოითხოვეს ამ ხმების ბათილად ცნობა და ამის გამო დაწერეს საჩივარი, თუმცა კომისიის წევრებმა ამ საჩივრებს ხელი არ მოაწერეს," - აცხადებს მამუკა მღვდელაძე.
"ახალი გაზეთი"
Posted in: ინფორმაცია უბნებიდან | 0 Comments | Email This
Subscribe to:
Post Comments (RSS)
0 Responses to ""ალიანსის" წარმომადგენლები საარჩევნო დარღვევების შესახებ იმერეთში"
Post a Comment