0

უბეჭდო კონვერტები გადასატანი ყუთისთვის

5/30/10

ქუთაისის №89 საარჩევნო უბანში, სადაც 1484 ამომრჩეველია რეგისტრირებული ერთიან სიაში, ხმის მიცემის პროცესი რამდენიმე წუთით შეჩერდა. სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც საარჩევნო უბანში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანილ ოსეფაიშვილი მივიდა.
საარჩევნო უბანში პირველად სიტუაცია მაშინვე დაიძაბა, რაც უბანში პირველი ამომრჩეველი შევიდა.
„დილით, როდესაც მოდის პირველი ამომრჩეველი, პირველ რიგში, ყუთში უნდა ჩავარდეს საკონტროლო კონვერტი. შემოვიდა პირველი ამომრჩეველი და მას შემოყვა საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი. როდესაც ის ამომრჩეველი გამოვიდა საარჩევნო კაბინიდან, მთელი 25 წუთის განმავლობაში იდგა საარჩევნო ყუთთან ბიულეტენებით ხელში. როდესაც ამის გამო გამოვთქვი შენიშვნა, მაშინ დამემუქრა საოლქოს წარმომადგენელი: მე ვარ შენი უფროსი და ნახე, რა გიქნაო! სახელი და გვარი არ ვიცი ამ პიროვნების. რომ ვუთხარი მდივანს, რომ მოეცა ამ ადამიანის შესახებ ინფორმაცია - მას უნდა ჩაეწერა ეს ჟურნალში, მიპასუხა, რა ვქნა, ქაოსი იყო და ვერ მოვასწარი ჩაწერაო,“ - ამბობს №89 საარჩევნო უბნის წევრი „კონსერვატიული პარტიიდან“ ზეინაბ ფოლკენშტერნი.http://www.youtube.com/watch?v=aSn1IFnkDw0
ამის შემდეგ, 08:30 საათზე, საარჩევნო უბნიდან გადასატანი ყუთი გავიდა, რომლითაც ხმა 48 ამომრჩეველს უნდა მიეცა.
„წილისყრის შედეგად მე უნდა გავყოლოდი გადასატან ყუთს. წავიღეთ გადასატანი ყუთი და როდესაც ხმა მისცა ერთმა ამომრჩეველმა, შევნიშნეთ, რომ ბიულეტენებზე არ იყო ხელმოწერები და კონვერტებს არ ჰონდა დასმული ბეჭდები. ამის გამო მოვბრუნდით უკან, უბანში და დაილუქა ეს ყუთი თავიდან, მაგრამ მოვიდა ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი და გვითხრა, რომ არანაირი უფლება არ გვქონდა ყუთის დალუქვის და ამიტომ ახლა ისევ გამაქვს ყუთი უბანზე,“ - აცხადებს ზეინაბ ფოლკენშტერნი.
ხელმეორედ დალუქული გადასატანი ყუთი კიდევ ერთხელ გაიხსნა და საარჩევნო უბნიდან განმეორებით 11:30 საათზე გავიდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა.
„სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელმა ვერ დამიმტკიცა, სად წერია საარჩევნო კოდექსში, რომ არ შეუძლია საარჩევნო ყუთს, შემობრუნდეს საარჩევნო უბანში,“ - აცხადებს ავთანდილ ოსეფაიშვილი. http://www.youtube.com/watch?v=KJzmW0eSZ2Q
№89 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დალი ოყრეშიძის ინფორმაციით, გადასატან ყუთში ჩაგდებულ ერთ უბეჭდო კონვერტში ჩადებული ბიულეტენი ბათილად იქნება ცნობილი.http://www.youtube.com/watch?v=b-GWULF4_Zw
„ახალი გაზეთი“

0 Responses to "უბეჭდო კონვერტები გადასატანი ყუთისთვის"