0

შენიშნეთ დარღვევა? იმოქმედეთ!

5/17/10

არჩევნების პროცესის დარღვევის შენიშვნა და გასაჩივრება მხოლოდ საქმის ნახევარია. საჭიროა, ზუსტად ვიცოდეთ, შესაბამისი წერილობითი განცხადება როგორ და რა ვადებში უნდა დავწეროთ.
გასული არჩევნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ახალქალაქის მე-40 საარჩევნო ოლქში არჩევნების პროცესის შესახებ საჩივრები მხოლოდ ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს ან საარჩევნო კომისიაში მათ წევრებს უჩნდებათ. წინა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს საოლქო კომისიაში სულ რამდენიმე საჩივარი შევიდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დროს კი საჩივრების ავტორები, ძირითადად, მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები იყვნენ. მათი მხრიდან საჩივრის შეტანის უფლებას საქართველოს საარჩევნო კოდექსი განსაზღვრავს.
მაგალითად, საარჩევნო კოდექსის 77- მუხლის მე-18 პუნქტის მიხედვითკენჭისყრის დღეს და შედეგების დათვლის დროს საუბნო საარჩევნო კომისიის ან მისი ცალკეული წევრების ქმედებისა და გადაწყვეტილების თაობაზე სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ პარტიების, საარჩევნო ბლოკების წარმომადგენლებს, ასევე, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს საუბნო ან ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიებში, ორგანიზაციების წარმომადგენლებს არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით საუბნო ან ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიებში.
ზემოთჩამოთვლილ პირებს შეუძლიათ სასამართლოში სარჩელის შეტანა საუბნო საარჩევნო კომისიის დასკვნითი პროტოკოლის ან ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გასაჩივრების მიზნით; ასევე, მათ უფლება აქვთ, სასამართლოში სარჩელი შეიტანონ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების თაობაზე საარჩევნო უბანზე შედეგების აღიარების ან არაღიარების შესახებ. ამის უფლება მაჟორიტარ კანდიდატებსაც აქვთ.
სასამართლოში სარჩელის შეტანა შესაძლებელია ასევე სიებთან დაკავშირებით უკმაყოფილების შემთხვევაშიც. 77- მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: ამომრჩეველთა სიის თაობაზე სარჩელის შეტანის უფლება აქვს რეგისტრაციის მქონე პარტიის (საარჩევნო ბლოკის) და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს, არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, ასევე, მოქალაქეს, რომლის განცხადებაც ამომრჩეველთა სიაში შეტანის შესახებ საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა.
ზემოთჩამოთვლილ პირთა უფლებების გარდა, არჩევნების პატიოსნებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა ამომრჩევლებსაც შეუძლიათ.
თუ თქვენამომრჩეველმა შეამჩნიეთ დარღვევა, განცხადება (საჩივარი) მაშინვე, კენჭისყრის დღეს საარჩევნო ყუთის გახსნამდე უნდა დაწეროთ. განცხადება გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს. კომისის მდივანი არეგისტრირებს განაცხადებას (საჩივარს) ჩანაწერთა წიგნში, განმცხადებელს აძლევს ხელმოწერილ ცნობას, რომელშიც აღნიშნულია კომისიაში შესაბამისი განცხადების (საჩივრის) შეტანის თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი.
განცხადება ან საჩივარი კი სათანადოდ უნდა იქნას შედგენილი, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 64- მუხლისკენჭისყრის დღეს განცხადების (საჩივრის) შედგენისა და ჩაბარების წესისშესაბამისად.
განცხადებაში (საჩივარში) აღინიშნება:
1.     განცხადების (საჩივრის) შედგენის თარიღი და დრო;
2.     განმცხადებლის (მომჩივანის) სახელი, გვარი და მისამართი;
3.     საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი;
4.     მოწმის არსებობის შემთხვევაშიმისი გვარი, სახელი და რეგისტრაციის ადგილი;
5.     დარღვევის სახე და მისი ჩადენის დრო;
6.     დამრღვევის დადგენის შემთხვევაში მისი მონაცემები, რისი მოძიებაც მოხერხდა;
7.     დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ინფორმაციის წარმოდგენის 1-7 ქვეპუნქტებით დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევაში, განცხადების მიმღები საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია, განმცხადებელს მიუთითოს არსებულ ნაკლოვანებებზე და მათი აღმოფხვრის გონივრული ვადა დაუწესოს. ამ ვადის გასვლის შემდეგ განცხადებაში იმავე ნაკლოვანებების არსებობის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის წევრი საჩივარს არ განიხილავს, რის შესახებაც შესაბამის განკარგულებას გასცემს.
თუ თქვენი განცხადება შეესაბამება კანონით დაწესებულ პირობებს, ის მიიღეს საოლქო კომისიაში, მაგრამ არ დააკმაყოფილეს, ამით თქვენიბრძოლა სამართლიანობისათვისდასრულებული არ არის, რის საშუალებასაც კანონი იძლევა. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან ორი კალენდარული დღის განმავლობაში შეიძლება გასაჩივრდეს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. რაიონული (საქალაქო) სასამართლო საჩივარს ორი კალენდარული დღის განმავლობაში განიხილავს. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გამოტანიდან ორი კალენდარული დღის განმავლობაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც განჩინებას საჩივრის შემოტანიდან ორი კალენდარული დღის განმავლობაში გამოიტანს. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.  
რიმა ღარიბიანი, ახალქალაქი

0 Responses to "შენიშნეთ დარღვევა? იმოქმედეთ!"