0

პირველი მონაცემები ქუთაისის საარჩევნო უბნებიდან

5/30/10

ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის ერთიან სიაში 161 393 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 12 საათის მონაცემებით, ქუთაისის საარჩევნო უბნებზე ხმა 25 243 ამომრჩეველმა მისცა. http://www.youtube.com/watch?v=OaKBZf_SXFM
ქუთაისში 126 ძირითადი და 3 სპეციალური უბანია გახსნილი. სადამკვირვებლო მისიას ყველა უბანზე არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიისა და თავისუფლების ცენტრი" ახორციელებს, რომელსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის მე-11 ნომერი ლევან ჭანჭალეიშვილი ხელმძღვანელობს. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან" ქუთაისში არჩევნებს 50 უბანზე აკვირდებიან. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებიდან" კი - 40 უბანზე.
"ახალი გაზეთის" ჟურნალისტები არჩევნებს დილიდან 4 უბანზე (#37, #21, #63, #110) აკვირდებიან. "ახალი გაზეთის" მობილური ჯგუფი კი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას მთელი ქუთაისის მასშტაბით აკვირდება.
#110 უბანზე ერთიან სიაში 901 ამომრჩეველია რეგისტრირებული, სპეციალურ სიაში - 10 ამომრჩეველი, ხოლო გადასატანი ყუთის სიაში - 34 ამომრჩეველი. 12 საათის მონაცემებით, აღნიშნულ უბანზე ხმა 101-მა ამომრჩეველმა მისცა. ასევე, ამ დროისთვის უბანში უკვე დაბრინდა გადასატანი ყუთი, რომლითაც 29 ამომრჩეველმა ისარგებლა. "ახალი გაზეთის" ჟურნალისტის თეა ზიბზიბაძის ინფორმაციით, რომელიც აღნიშნულ უბანზე აკვირდება საარჩევნო პროცესს, უბანში ერთ-ერთი ამომრჩეველი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სააგიტაციო მასალით შევიდა. http://www.youtube.com/watch?v=hweNce8vsog
სააგიტაციო მასალა მას მხოლოდ მას შემდეგ ჩამოართვეს კომისიის წევრებმა, რაც ამ ფაქტზე კომისიას "ახალი გაზეთის" წარმომადგენელმა მიუთითა. ამასთანავე, ერთ-ერთი ამომრჩეველი ხმის მიცემის კაბინიდან გამოვიდა და კენჭისყრის შენობაში ხმამღლა დაიწყო საუბარი, რომ ხმას "ნაციონალურ მოძრაობას" აძლევდა.
#21 უბანზე ერთიან სიაში 1405 ამომრჩეველია რეგისტრირებული, სპეციალურ სიაში - 8 ამომრჩეველი, ხოლო გადასატანი ყუთის სიაში - 7 ამომრჩეველი. 12 საათის მონაცემებით, აღნიშნულ უბანზე ხმა 153-მა ამომრჩეველმა მისცა.
#37 უბანზე ერთიან სიაში 1419 ამომრჩეველია რეგისტრირებული, სპეციალურ სიაში - 9 ამომრჩეველი, ხოლო გადასატანი ყუთის სიაში - 4 ამომრჩეველი. 12 საათის მონაცემებით, აღნიშნულ უბანზე ხმა 211-მა ამომრჩეველმა მისცა. აღნიშნულ უბანზე ამ დროისთვის ერთი საჩივარია დაწერილი "ხალგაზრდ იურისტთა ასოციაციის"დამკვირვებლის მიერ. საჩივარში აღნიშნულია, რომ უბანში შევიდა ამომრჩეველი, რომელსაც აღენიშნებოდა მარკირება, მაგრამ ამის მიუხედავად, კომისიის წევრებმა მას უპრობლემოდ მიაცემინეს ხმა. ამომრჩეველმა განმარტა, რომ როდესაც საარჩევნო უბანში მოდიოდა, გზად შეხვდა ნაცნობი, რომელსაც ხელი ჩამოართვა და მისი თქმით, მარკირების სითხე ამ გზით გადავიდა მის ხელზე.
#63 უბანზე ერთიან სიაში 1515 ამომრჩეველია რეგისტრირებული, სპეციალურ სიაში - 10 ამომრჩეველი, ხოლო გადასატანი ყუთის სიაში - 30 ამომრჩეველი. 12 საათის მონაცემებით, აღნიშნულ უბანზე ხმა 275-მა ამომრჩეველმა მისცა. ასევე, ამ დროისთვის უბანში უკვე დაბრუნდა გადასატანი ყუთი, რომლითაც 28 ამომრჩეველმა ისარგებლა. "ახალი გაზეთის" ჟურნალისტის ეკა კუხალაშვილის ინფორმაციით, რომელიც აღნიშნულ უბანზე აკვირდება საარჩევნო პროცესს, უბანში სამი ამომრჩეველი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სააგიტაციო მასალით შევიდა, რაზეც კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს რეაგირება არ ჰქონიათ.
"ახალი გაზეთი"

0 Responses to "პირველი მონაცემები ქუთაისის საარჩევნო უბნებიდან"