0

ქუთაისის ოლქში არჩევნების შედეგების შეჯამება დარღვევებით დაიწყო

5/30/10

ამ წუთებში ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებსა და ბიულეტენებს იღებენ. პირველი შემაჯამებელი ოქმი საოლქოში #126 საარჩევნო უბნიდან შევიდა, სადაც 1500-მდე ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, თუმცა ხმა მხოლოდ 17-მა ამომრჩეველმა მისცა.
საუბნო კომისიების წარმომადგენლებს საოლქოში მასალები სპეციალური თეთრი პოლიეთილენის პარკებით შეაქვთ. საარჩევნო მასალები (ამომრჩეველთა სიები, ბეჭდები, ბიულეტენები, გაბათილებული ბიულეტენები) ცალ-ცალკე კონვერტებშია მოთავსებული. საარჩევნო კოდექსის თანახმად, აღნიშნული კონვერტები უნდა იყოს დალუქული და დამოწმებული კომისიის წევრების ხელმოწერებითა და ბეჭდებით.
 #108 საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა საოლქოში ხელმოუწერელი და ბეჭედდაუსმელი კონვერტები წარუდგინეს, რის გამოც საოლქო კომისიის წევრებმა მათ შეცდომის გასწორებისკენ მიუთითეს ფარულად. ამის შემდეგ #108 საუბნო კომისიის თავმჯდომარე და აღნიშნული კომისიის რამდენიმე წევრი საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის სხვა ოთახში მოკალათდნენ და დაიწყეს კონვერტებს ხელმოწერების გაკეთება და ბეჭდების დასმა. აღნიშნული პროცესის დაფიქსირება `ახალი გაზეთის~ ჟურნალისტებმა მოახერხეს.
 #108 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ინგა ახალაძემ ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ ხელმოწერები და ბეჭდების დასმა მექანიკურად გამოეპარათ, რისთვისაც საოლქოში რეგისტრატორები იქნენ გამოძახებულნი ბეჭდების დასასმელად. აღნიშნული ფაქტის თაობაზე `ახალი გაზეთის~ წარმომადგენლებმა საოლქო კომისიაში `ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის~ დამკვირვებელს მიაწოდეს ინფორმაცია. როდესაც დამკვირვებელმა კომისიის წევრებისგან ბეჭდების უკანონოდ დასმის შეწყვეტა მოითხოვა და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ავთანდილ ოსეფაიშვილისგან შესაბამისი რეაგირება მოითხოვა, ოსეფაიშვილმა უპასუხა, რომ თავადვე ემოქმედა დამკვირვებლის უფლებამოსილების ფარგლებში. შეხლა-შემოხლის მიუხედავად, საოლქო საარჩევნო კომისიამ #108 საუბნო საარჩევნო კომისიის მონაცემები უპრობლემოდ ჩაიბარა.
ამის შემდეგ ანალოგიური ვითარება შეიქმნა სხვა უბნებთან დაკავშირებითაც: მაგალითად, ბეჭდები ცალკე ოთახში დაუსვეს კომისიის წევრებმა #125 საუბნო საარჩევნო კომისიის დალუქულ კონვერტებს. #97 საუბნო საარჩევნო კომისიის კონვერტებთან დაკავშირებით კი საოლქო საარჩევნო კომისია კიდევ უფრო შორს წავიდა და ბეჭდების დასმა დალუქულ კონვერტებზე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომათა დარბაზშივე დაიწყო, ჟურნალისტებისა და დამკვირვებლების, მათ შორის `ეუთოს~ დამკვირვებლების თვალწინ.
როდესაც დამკვირვებლებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს, #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მათგან მოითხოვა, ეჩვენებინათ საარჩევნო კოდექსის ის მუხლი, სადაც მითითებული იქნებოდა, რომ დალუქულ კონვერტებზე აუცილებელი იყო ბეჭდების არსებობა: `თქვენ თვითონ მოითხოვეთ ეს კომისიის წევრებისგან, როცა ცალკე ოთახში შეუშვით ისინი ფარულად ამის გასაკეთებლად,~ - მიუგო ოსეფაიშვილს `საია~- დამკვირვებელმა ნოდარ ჯიქიამ. საბოლოოდ, მსგავსი მუხლი საქართველოს საარჩევნო კოდექსში ვერ იქნა აღმოჩენილი, თუმცა ასეთი ნორმა `ეუთოს~ დამკვირვებლებმა იპოვეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის ინგლიურენოვან ვერსიაში, რომლითაც `ეუთოს~ ყველა დამკვირვებელი სარგებლობს საქართველოში 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგისას. ამდენად, ეუთოს დანკვირვებლებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რომ აღნიშნულ დარღვევას ისინი თავიანთ ანგარიშში დააფიქსირებენ.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაიში 55 466-მა ამომრჩეველმა, ანუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 34,36%-მა მიიღო მონაწილეობა. ამ დროისთვის საოლქოში შესული 20-მდე უბნის მონაცემებით `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა~ ლიდერობს. მეორე ადგილს კი `ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება~ იკავებს.
`ახალი გაზეთი~

0

საუბნო კომისიის წევრები „გაძევების“ მეთოდებზე გადავიდნენ

ქუთაისის №39 საარჩევნო უბნიდან საარჩევნო ბლოკის „ალიანსი საქართველოსთვის“ სამი წარმომადგენელი იქნა გეძევებული. კომისიის მიერ შედგენილ აქტში ნათქვამია, რომ ლევან აბზიანიძის, იპოლიტე ამბროლაძისა და ელიდა გოდუაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის ფაქტს, ასევე, კომისიის თავმჯდომარისა და ამომრჩევლისადმი შეურაცხყოფის მიყენებას.
კომისიის წევრების განმარტებით, „ალიანსის“ წარმომადგენლებმა უბანზე მისულ ერთ-ერთ ამომრჩეველს - ანდრო მაღლაკელიძეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მოსთხოვეს, რისი უფლებაც მათ არ ჰქონდა. ამის გამო უბანში სიტუაცია დაიძაბა, რასაც კომისიის წევრების თქმით, მოჰყვა სიტყვიერი შეურაცხყოფა ალასანიას გუნდის წარმომადგენლების მხრიდან.
 

კომისიის მიერ შედგენილ აქტში მოყვანილ ფაქტებს საკუთარი ხელმოწერით აფიქსირებენ არასამთავრობო ორგანიზაციების - „დემოკრატიისა და თავისუფლების ცენტრის“ და „ახალი თაობა, ახალი ინიციატივის“ დამკვირვებლები.
„ალიანსის“ წარმომადგენლების თქმით, მათ უბანში მაღლაკელიძის შესვლამდე დააფიქსირეს ხუთი ამომრჩეველი, რომლებიც არ იმყოფებოდნენ სიაში, მაგრამ მაინც ცდილობდნენ ხმის მიცემას.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ერთ-ერთ მათგანს პირადობაში ეწერა, რომ რეგისტრირებული იყო ტყიბულში, მეორე - ავტოქარხნის დასახლებაში, ბუკიას ქუჩაზე და მათ მხოლოდ მას შემდეგ არ მიაცემინეს ხმა, რაც ჩვენ მივუთითეთ ამის თაობაზე კომისიის წევრებს. არავისთვის არ მიგვიყენებია შეურაცყოფა, ეს არის დისკრიმინაცია,“ - აცხადებენ უბნიდან გაძევებულები.
აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით №39 საარჩევნო უბანში „ალიანსის“ წარმომადგენლებმა თავიანთი საჩივარი შეიტანეს.
ქუთაისის №21 საარჩევნო უბანი კი ცოტა ხნის წინ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა დატოვა პროტესტის ნიშნად. აღნიშნულ უბანზე საარჩევნო პროცესს „ახალი გაზეთის“ ჟურნალისტი თეკლა მორგოშია აკვირდება. მორგოშიას თქმით, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა უბანი მას შემდეგ დატოვამ რაც მას კომისიის მდივანმა „პადჟიგატელი“ უწოდა. კომისიის მდივნის თქმით, „ალიანსის“ წარმომადგენელმა საჩივარი სწორედ აღნიშნული დამკვირვებლის დახმარებით დაწერა.
„ახალი გაზეთი“

0

პირველი საჩივრები ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიაში

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 10-მდე საჩივარია შესული. ოთხი საჩივარი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლებმა შეიტანეს. „საია“-ს დამკვირვებლებმა საჩივრები ქუთაისის №13, №89 და №102 საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამო შეიტანეს. საჩივრების უმეტესობა გადასატანი ყუთისთვის ხელმოუწერელი და ბეჭედდაუსმელი ბიულეტენებისა და კონვერტების გამოყენების ფაქტებს ეხება.
მაგალითად, №13 საარჩევნო უბნიდან, 09:10 საათზე გადასატანი ყუთისთვის განკუთვნილი ბიულეტენები და კონვერტები რეგისტრატორის ხელმოწერისა და ბეჭდების გარეშე გავიდა. „საია“-ს დამკვირვებლის ნათია ბასილაძის განცხადებით, გადასატანი ყუთის თანმხლების კომისიის წევრები 09:45 საათზე დაბრუნდნენ უბანში, რა დროსაც ყუთში უკვე 4 კონვერტი იყო მოთავსებული. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა ბიულეტენებზე ხელმოწერებისა და კონვერტებზე ბეჭდების დასმა. ბასილაძის თქმით, აღნიშნული ფაქტით უხეშად დაირღვა საარჩევნო კოდექსი, რადგან ხმების დათვლის დროს არ იქნება დაცული 4 ამომრჩევლის ხმის მიცემის ფარულობა.
პირველი საჩივრის განხილვა ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიაში ამ წუთებში მიმდინარეობს.
„20:00 საათამდე მოვასწრებთ ერთი საჩივრის განხილვას,“ - ამბობს №59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი. მისივე თქმით, ქუთაისში არჩევნები ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
17:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში საკუთარი არჩევანი 46 280-მა ამომრჩეველმა გააკეთა, ანუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28,63%-მა.
„ახალი გაზეთი“

0

მძღოლები „ნაციონალების“ სამსახურში

საარჩევნო ბლოკის „ალიანსი საქართველოსთვის“ ინფორმაციით, ქუთაისში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების გაყალბებისთვის „კარუსელის“ გამოყენება დაიწყო. „ალიანსის“ წარმომადგენლის მიხეილ კოტიშაძის თქმით, მძღოლებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ №31 საავტობუსო ხაზზე მომუშავე ყველა ავტობუსის მძღოლი (ერთის გარდა) მოისყიდეს, მათ 100-100 ლარი გადაუხადეს. სანაცვლოდ მათ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები გადაჰყავთ საარჩევნო უბნებში.
„ახალი გაზეთი“

0

ქუთაისის №122 უბანი

ქუთაისში, საფიჩხიის ოლქში შემავალ №122 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს - ეკა ამბროლაძეს მის გრაფაში ხელი მოწერილი დახვდა, ხელს იგივე სახელი და გვარი აწერდა. თუმცა, ეკა ამბროლაძეს ხმა კვლავ მიაცემინეს. საარჩევნო უბნის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამომჩეველთა გაორებას ადგილი არ ჰქონია.




„ახალი გაზეთი“

0

საოლქო კომისიაში ამომრჩეველთა რაოდენობას ითვლიან, რომლებმაც 17:00 საათამდე მისცეს ხმა

ამ წუთებში ქუთაისის №59 საოლქო-საარჩევნო კომისიაში საუბნო საარჩევნო კომისიებიდან ინფორმაციას იღებენ, თუ რამდენმა ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი 17:00 საათის მონაცემებით. მანამდე კი „ახალმა გაზეთმა“ რამდენიმე უბნის მონაცემები მოიპოვა:
ქუთაისის №37 უბანზე, სადაც 1432 ამომრჩეველია მთლიანობაში რეგისტრირებული, 17:00 ამ დროისთვის 390 ამომრჩეველმა მისცა ხმა, აქედან 211-მა ამომრჩეველმა 12 საათამდე გააკეთა საკუთარი არჩევანი.
№21 უბანზე, სადაც მთლიანობაში 1421 ამომრჩეველია რეგისტრირებული, 332-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, 153-მა მათგანმა კი ხმა ჯერ კიდევ 12 საათამდე მისცა.
№63 უბანზე, 17:00 საათის მონაცემებით, 425-მა ამომრჩეველმა გააკეთა არჩევანი, 12 საათის მონაცემებით კი, ამ უბანზე, სადაც 1555 ამომრჩეველია მთლიანობაში რეგისტრირებული, 275-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.
ქუთაისის №122 უბანზე 468 ამომრჩეველია რეგისტრირებული, სადაც ამ დროისთვის 204-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.
„ახალი გაზეთი“

0

ახალციხე - #7 საარჩევნო უბანი

#37 ახალციხის საარჩევნო ოლქის, #7  ახალციხის საარჩევნო უბანზე ხალხმრავლობა იყო. საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა სამი სამართალდამცველი.  ჟურნალისტების გამოჩენისთანავე ოთახი სწრაფად დაცარიელდა. უბანზე მყოფმა  ”ახალგაზრდული მოძრაობა  ჩვენი თაობის” დამკვირვებელმა ზაზა ჩილინგარიშვილმა განაცხადა, რომ ამ ორგანიზაციაში მალხაზ გიქოშვილმა დაარეგისტრირა, ხოლო კითხვაზე - ვინ არის მალხაზ გიქოშვილი, განაცხადა რომ, მომავალი მერია.

მალხაზ გიქოშვილი, ამჟამად არის ”ნაციონალური მოძრაობა” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, იგი ამ არჩვენებზე მაჟორიტარი კანდიდატიცაა.

0

„სამართლიანი არჩევნებისა“ და „საია“-ს დამკვირვებლების მიერ ამ დროისთვის დაფიქსირებული დარღვევები ქუთაისში

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებულია, რომ ქუთაისის №59 ოლქის 77-ე და 47-ე საარჩევნო უბნებში აკლია რეგისტრატორის ერთი ბეჭედი.
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ქუთაისის №59 ოლქის 89-ე უბანში გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრს არ გაატანეს კომისიის ბეჭედი.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დამკვირვებლებს პრობლემა შეექმნათ ქუთაისის №109 სპეციალურ სააარჩევნო უბანზე.
„სამართლიანი არჩვევნების“ განცხადებით, ქუთაისის ოლქში, 71-ე საარჩევნო უბანზე ერთ კონვერტში ამომრჩეველმა მოათავსა 4 საარჩევნო ბიულეტენი.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებლებს პრობლემები შეექმნათ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შექმნილ საარჩევნო უბნებზე დროულად შესვლასთან დაკავშირებით. პრობლემები იყო მობილური ტელეფონის შეტანასთან დაკავშირებითაც.
„საია“-ს დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული იქნა, რომ საარჩევნო უბნებზე მიღებული საარჩევნო ბიულეტენები საარჩევნო სიაში ამომრჩეველთა ოდენობაზე ნაკლებია. აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა №59 ოლქის 105-ე უბანზე, 58-ე ოლქის მე-80 უბანზე. ასევე, „საია“-ს ინფორმაციით, ქუთაისის №59 ოლქის 77-ე უბანზე რეგისტრატორების ბეჭდების რაოდენობა დადგენილ ოდენობაზე ნაკლებია. ასევე, ქუთაისის 96-ე, მე-10, 53-ე, 41-ე, 124-ე, 51-ე, 52-ე, 101-ე უბნებზე მწყობრიდან გამოვიდა მარკირების აპარატი.
„საია“-ს განცხადებით, მიუხედავდ იმისა, რომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალის აპარატებია განთავსებული, კენჭისყრის კაბინები გადახურული არ არის, რამაც შესაძლოა ამომრჩველთა ხმის მიცემის ფარულობა დაარღვიოს. მიუხედავდ იმისა, რომ საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს კაბინის გადახურვის ვალდებულებას, „საია“ მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ მათ იხელმძღვანელონ 2008 წლის არჩევნების პრაქტიკით და უზრუნველყონ საარჩევნო კაბინების გადახურვა.
მოცემული დროისთვის „საია“-ს დამკვირვებლებს დაწერილი აქვთ 5 საჩივარი, საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით.
„ახალი გაზეთი“

0

„საია“-ს პირველი შეფასებები ქუთაისიდან

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის ინფორმაციით, ქუთაისის საარჩევნო უბნებზე ამ დროისთვის ტექნიკური ხასიათის ხარვეზებია დაფიქსირებული, „რაც ჩვენი ჩარევის შედეგად იქნა გამოსწორებული საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ,“ - აცხადებს „საია“-ს ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე ნინო თვალთვალაძე - „კერძოდ, ჩვენი დამკვირვევლების მიერ დაფიქსირდა ისეთი ტექნიკური ხარვეზები, როგორიცაა კომისიის წევრების დაუდევრობა, არაკომპეტენტურობა. ჩვენი მხრიდან ქუთაისის ოლქში ჯერ-ჯერობით დაიწერა ორი საჩივარი, თუმცა იყო ზეპირი შენიშვნები, რაც დაფიქსირებულია ჩანაწერთა წიგნში“.
თვალთვაძის თქმით, „საია“ თავს იკავებს წინასწარი შეფასებებისგან. მათი მხრიდან საბოლოოო შეფასება დღის ბოლოს გაკეთდება.
„ახალი გაზეთი“

0

გავრცელებული ინფორმაცია წყალტუბოში ბიულეტენების ჩაყრაზე აღარ დასტურდება

ინფორმაცია წყალტუბოს 62-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში ერთდროულად დიდი რაოდენობის ბიულეტენების ჩაყრის შესახებ არ დასტურდება. თავდაპირველად განცხადება ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა გააკეთა, რომელიც ამ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრია.
ამ ფაქტის გადასამოწმებლად საარჩევნო უბანში „ახალი გაზეთის“ წარმომადგენლები მივიდნენ. http://www.youtube.com/watch?v=lU_JeCRY-FQ
ია ბობოხიძე, გაზეთის მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ ჩანაწერთა წიგნში ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ არის და არც საჩივარია დაწერილი. იგი აცხადებს, რომ კომისიის წევრი „რესპუბლიკური პარტიიდან“ ბიულეტენების ჩაყრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ამჯერად უარყოფს.
„ახალი გაზეთი“

0

საარჩევნო სუბიექტი დამკვირვებლად საარჩევნო უბნებში

ქუთაისში, ვაკისუბნის ოლქში „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი კანდიდატი იმედა გიორგაძე დამკვირვებლის სტატუსით ამავე ოლქში შემავალ საუბნო საარჩევნო კომისიებში იმყოფებოდა. მას თან ჰქონდა ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული პარტიის წარმომადგენლის მოწმობა მის სამაჟორიტარო ოლქში შემავალ უბნებზე. http://www.youtube.com/watch?v=uvFdMRCT6Lw
იმედა გიორგაძეს ვაკისუბნის სამაჟორიტარო ოლქში შემავალ №110 უბანზე შესვლის პრობლემა შეექმნა, რადგან მოწმობაში ეს უბანი გამორჩენილი იყო. კანდიდატს აღნიშნული ფაქტი არ გაუპროტესტებია და უბანი დატოვა.
"ახალი გაზეთი"

0

უბეჭდო კონვერტები გადასატანი ყუთისთვის

ქუთაისის №89 საარჩევნო უბანში, სადაც 1484 ამომრჩეველია რეგისტრირებული ერთიან სიაში, ხმის მიცემის პროცესი რამდენიმე წუთით შეჩერდა. სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც საარჩევნო უბანში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანილ ოსეფაიშვილი მივიდა.
საარჩევნო უბანში პირველად სიტუაცია მაშინვე დაიძაბა, რაც უბანში პირველი ამომრჩეველი შევიდა.
„დილით, როდესაც მოდის პირველი ამომრჩეველი, პირველ რიგში, ყუთში უნდა ჩავარდეს საკონტროლო კონვერტი. შემოვიდა პირველი ამომრჩეველი და მას შემოყვა საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი. როდესაც ის ამომრჩეველი გამოვიდა საარჩევნო კაბინიდან, მთელი 25 წუთის განმავლობაში იდგა საარჩევნო ყუთთან ბიულეტენებით ხელში. როდესაც ამის გამო გამოვთქვი შენიშვნა, მაშინ დამემუქრა საოლქოს წარმომადგენელი: მე ვარ შენი უფროსი და ნახე, რა გიქნაო! სახელი და გვარი არ ვიცი ამ პიროვნების. რომ ვუთხარი მდივანს, რომ მოეცა ამ ადამიანის შესახებ ინფორმაცია - მას უნდა ჩაეწერა ეს ჟურნალში, მიპასუხა, რა ვქნა, ქაოსი იყო და ვერ მოვასწარი ჩაწერაო,“ - ამბობს №89 საარჩევნო უბნის წევრი „კონსერვატიული პარტიიდან“ ზეინაბ ფოლკენშტერნი.http://www.youtube.com/watch?v=aSn1IFnkDw0
ამის შემდეგ, 08:30 საათზე, საარჩევნო უბნიდან გადასატანი ყუთი გავიდა, რომლითაც ხმა 48 ამომრჩეველს უნდა მიეცა.
„წილისყრის შედეგად მე უნდა გავყოლოდი გადასატან ყუთს. წავიღეთ გადასატანი ყუთი და როდესაც ხმა მისცა ერთმა ამომრჩეველმა, შევნიშნეთ, რომ ბიულეტენებზე არ იყო ხელმოწერები და კონვერტებს არ ჰონდა დასმული ბეჭდები. ამის გამო მოვბრუნდით უკან, უბანში და დაილუქა ეს ყუთი თავიდან, მაგრამ მოვიდა ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი და გვითხრა, რომ არანაირი უფლება არ გვქონდა ყუთის დალუქვის და ამიტომ ახლა ისევ გამაქვს ყუთი უბანზე,“ - აცხადებს ზეინაბ ფოლკენშტერნი.
ხელმეორედ დალუქული გადასატანი ყუთი კიდევ ერთხელ გაიხსნა და საარჩევნო უბნიდან განმეორებით 11:30 საათზე გავიდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა.
„სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელმა ვერ დამიმტკიცა, სად წერია საარჩევნო კოდექსში, რომ არ შეუძლია საარჩევნო ყუთს, შემობრუნდეს საარჩევნო უბანში,“ - აცხადებს ავთანდილ ოსეფაიშვილი. http://www.youtube.com/watch?v=KJzmW0eSZ2Q
№89 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დალი ოყრეშიძის ინფორმაციით, გადასატან ყუთში ჩაგდებულ ერთ უბეჭდო კონვერტში ჩადებული ბიულეტენი ბათილად იქნება ცნობილი.http://www.youtube.com/watch?v=b-GWULF4_Zw
„ახალი გაზეთი“

0

"ალიანსის" წარმომადგენლები საარჩევნო დარღვევების შესახებ იმერეთში

ქუთაისის საარჩევნო უბნებში არჩევნების მიმდინარეობის პროცესს საარჩევნო ბლოკის "ალიანსის საქართველოსთვის" წარმომადგენლებიც აკვირდებიან. "ალიანსის" საარჩევნო სიის პირველი ნომრის მამუკა მღვდელაძის ინფორმაციით: "ქუთაისის #116 საარჩევნო უბანი 25 წუთის დაგვიანებით გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წევრები ადგილზე იყვნენ და შეფერხებისთვის არანაირი პირობა არ არსებობდა, დილით მისული ამომრჩევლები უბანთან 25 წუთის განმავლობაში ალოდინეს."
"ალიანსელების" ინფორმაციით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორები განსაკუთრებით აქტიურობდნენ გამარჯვების ოლქში: "მასობრივად მოჰყავდათ ამომრჩევლები და 11 საათისთვის ამ ოლქის თითოეულ უბანში 200-მდე ამომრჩეველი იყო დაფიქსირებული. "ნაციონალების" კოორდინატორები დგანან, ასევე, #52 და #53 საარჩევნო უბნების შესასვლელებში და ღიად ეწევიან აგიტაციას" - ამბობს მღვდელაძე. http://www.youtube.com/watch?v=OteUBVU_6YE
"ალიანსის" წარმომადგენლები საჩივრები დაწერეს სამტრედიის #47 და #42 საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევბთან დაკავშირებით. საქმე ის არის, რომ აღნიშნული უბნებიდან გადასატანი ყუთები ისე გავიდა, რომ ბიულეტენებს ხელმოწერები არ ჰქონდა დასმული. "ჩვენმა წარმომადგენლებმა მოითხოვეს ამ ხმების ბათილად ცნობა და ამის გამო დაწერეს საჩივარი, თუმცა კომისიის წევრებმა ამ საჩივრებს ხელი არ მოაწერეს," - აცხადებს მამუკა მღვდელაძე.
"ახალი გაზეთი"

0

პირველი მონაცემები ქუთაისის საარჩევნო უბნებიდან

ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის ერთიან სიაში 161 393 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 12 საათის მონაცემებით, ქუთაისის საარჩევნო უბნებზე ხმა 25 243 ამომრჩეველმა მისცა. http://www.youtube.com/watch?v=OaKBZf_SXFM
ქუთაისში 126 ძირითადი და 3 სპეციალური უბანია გახსნილი. სადამკვირვებლო მისიას ყველა უბანზე არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიისა და თავისუფლების ცენტრი" ახორციელებს, რომელსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის მე-11 ნომერი ლევან ჭანჭალეიშვილი ხელმძღვანელობს. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან" ქუთაისში არჩევნებს 50 უბანზე აკვირდებიან. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებიდან" კი - 40 უბანზე.
"ახალი გაზეთის" ჟურნალისტები არჩევნებს დილიდან 4 უბანზე (#37, #21, #63, #110) აკვირდებიან. "ახალი გაზეთის" მობილური ჯგუფი კი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას მთელი ქუთაისის მასშტაბით აკვირდება.
#110 უბანზე ერთიან სიაში 901 ამომრჩეველია რეგისტრირებული, სპეციალურ სიაში - 10 ამომრჩეველი, ხოლო გადასატანი ყუთის სიაში - 34 ამომრჩეველი. 12 საათის მონაცემებით, აღნიშნულ უბანზე ხმა 101-მა ამომრჩეველმა მისცა. ასევე, ამ დროისთვის უბანში უკვე დაბრინდა გადასატანი ყუთი, რომლითაც 29 ამომრჩეველმა ისარგებლა. "ახალი გაზეთის" ჟურნალისტის თეა ზიბზიბაძის ინფორმაციით, რომელიც აღნიშნულ უბანზე აკვირდება საარჩევნო პროცესს, უბანში ერთ-ერთი ამომრჩეველი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სააგიტაციო მასალით შევიდა. http://www.youtube.com/watch?v=hweNce8vsog
სააგიტაციო მასალა მას მხოლოდ მას შემდეგ ჩამოართვეს კომისიის წევრებმა, რაც ამ ფაქტზე კომისიას "ახალი გაზეთის" წარმომადგენელმა მიუთითა. ამასთანავე, ერთ-ერთი ამომრჩეველი ხმის მიცემის კაბინიდან გამოვიდა და კენჭისყრის შენობაში ხმამღლა დაიწყო საუბარი, რომ ხმას "ნაციონალურ მოძრაობას" აძლევდა.
#21 უბანზე ერთიან სიაში 1405 ამომრჩეველია რეგისტრირებული, სპეციალურ სიაში - 8 ამომრჩეველი, ხოლო გადასატანი ყუთის სიაში - 7 ამომრჩეველი. 12 საათის მონაცემებით, აღნიშნულ უბანზე ხმა 153-მა ამომრჩეველმა მისცა.
#37 უბანზე ერთიან სიაში 1419 ამომრჩეველია რეგისტრირებული, სპეციალურ სიაში - 9 ამომრჩეველი, ხოლო გადასატანი ყუთის სიაში - 4 ამომრჩეველი. 12 საათის მონაცემებით, აღნიშნულ უბანზე ხმა 211-მა ამომრჩეველმა მისცა. აღნიშნულ უბანზე ამ დროისთვის ერთი საჩივარია დაწერილი "ხალგაზრდ იურისტთა ასოციაციის"დამკვირვებლის მიერ. საჩივარში აღნიშნულია, რომ უბანში შევიდა ამომრჩეველი, რომელსაც აღენიშნებოდა მარკირება, მაგრამ ამის მიუხედავად, კომისიის წევრებმა მას უპრობლემოდ მიაცემინეს ხმა. ამომრჩეველმა განმარტა, რომ როდესაც საარჩევნო უბანში მოდიოდა, გზად შეხვდა ნაცნობი, რომელსაც ხელი ჩამოართვა და მისი თქმით, მარკირების სითხე ამ გზით გადავიდა მის ხელზე.
#63 უბანზე ერთიან სიაში 1515 ამომრჩეველია რეგისტრირებული, სპეციალურ სიაში - 10 ამომრჩეველი, ხოლო გადასატანი ყუთის სიაში - 30 ამომრჩეველი. 12 საათის მონაცემებით, აღნიშნულ უბანზე ხმა 275-მა ამომრჩეველმა მისცა. ასევე, ამ დროისთვის უბანში უკვე დაბრუნდა გადასატანი ყუთი, რომლითაც 28 ამომრჩეველმა ისარგებლა. "ახალი გაზეთის" ჟურნალისტის ეკა კუხალაშვილის ინფორმაციით, რომელიც აღნიშნულ უბანზე აკვირდება საარჩევნო პროცესს, უბანში სამი ამომრჩეველი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სააგიტაციო მასალით შევიდა, რაზეც კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს რეაგირება არ ჰქონიათ.
"ახალი გაზეთი"

0

უბანი დამკვირვებლების გარეშე

ახალციხის #4 საარჩევნო უბანზე 12:10 საათზე არცერთი დამკვირვებელი არ იმყოფებოდა,  საარჩვენო უბნის მდივნის ლელა ბურდულის თქმით, დამკვირვებლები სადილობენ.

0

ასპნძა, #1 საარჩევნო უბანი

ასპინძის # 39 ოლქის  #1 საარჩევნო უბანზე ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის დამკვირვებელმა სალომე ანთაძემ სამი საჩივარი  დაწერა. პირველი - გადასატანი ყუთი წაიღეს საოლქო კომისიის წარმომადგენლებმა, დამკვირვებლებს გაყოლაზე უარი განუცხადეს; მეორე - ერთ-ერთ მოქალაქეს არ გაუკეთდა მარკირება; მესამე - ამომრჩეველი პირადობის დამდასტურებელი მოწმობის გარეშე გატარდა რეგისტრაციაში.

ზოგადად, უბანზე გახსნის მომენტიდან დაძაბული ვითარებაა.

დიდი ხმაური გამოიწვია, სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა მალხაზ ბერიძემ, რომელმაც სცადა ხმის მიცემა. მას არ ჰქონდა ხმის მიცემის უფლება კანონის შესაბამისად, რის გამოც, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის კომიიის წარმომადგენელმა  ნინო ცხადაძემ გააპროტესტა. რომ არა მისი აქტიურობა, ბერიძე ხმას თავისუფლად მისცემდა, რადგან კომისიის სხვა წევრებსა და დამკვირვებლებს პროტესტი არ გამოუთქვამთ. საოლქო კომიის წარმომადგენელმა ლია გიორგაძემ, ცხადაძეს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

0

ხმის მიცემა საჯაროდ

ასპინძის #23 უბანზე, კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მოსიძე, მოქალაქეს მიეხმარა ხმის მიცემის პროცესში, მან ზუსტად განუმარტა ამომრჩეველს რომელ გრაფაში ეწერა ნაციონალური მოძრაობა.

0

ზეწოლა ჟურნალისტებზე

5/29/10

#38 ადიგენის საარჩევნო ოლქის #7 ვარხნის უბანზე, გაზეთი ”სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტებს ნინო ნარიმანიშვილს და მანანა სარაშვილს სამართალდამცავებმა უბნის დატოვება ან ფაქტებზე თვალის დახუჭვა მოთხოვეს. მანანა სარაშვილს ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ”შეახსენა”, რომ მას  მამა და ძმა ყავს.

0

ასპინძა, იდუმალა

#39 ასპინძის საარჩევნო ოლქის,  #7 იდუმალის უბანზე 55 წლის ირინა კედელაშვილმა არჩევანი სარეგისტრაციო მაგიდაზე გააკეთა. მან შემოხაზა  ნომერი 5 და განაცხადა, რომ სხვა არჩევანი არ აქვს, რადგან ერთი შვილი პოლიციელია, მეორე კი სამხადრო სამსახურშია. ამიტომ საჭირო იყო, რომ არჩევნი საჯაროდ დაეფიქსირებინა. უბანში არსებულ დამკვირვებლებს მისთვის შენიშვნა არ მიუციათ.

0

ახალციხე, დამკვირვებელი

ახალციხის #1 საარჩევნო უბანზე იმყოფება დამკვირვებელი მარიამ აკოფაშვილი, რომელიც წარმოადგენს ორგანიზაციას ”ახალგაზრდული მოძრაობა, ჩვენი თაობა”.
კითხვაზე რა ორგანიზაციას წარმოადგენს და ჰყავს თუ არა  ორგანიზაციას მუნიციპალიტეტში სხვა წარმომადგენლებიც, გვიპასუხა, რომ ამაზე მხოლოდ დარეკვის შემდეგ გიპასუხებთო. ცოტა ხნის შემდეგ კი განგვიცხადა, რომ არის ცესკო-დან და ორგანიზაციის სხვა წევრების შესახებ არაფერი  იცის.
მისი განცხადებით, აქ ნაცნობმა  მოიყვანა, რომელის სახელიც ვერ გაიხსენა.

0

ხმის მიცემა პირადობის მოწმობის გარეშე

#38 ადიგენის საარჩევნო ოლქის #7 ვარხნის უბანზე ერთმა ამომარჩეველმა 8 საათზე და 15 წუთზე პირადობის მოწმობის გარეშე მისცა ხმა.

0

ახალციხე, #1 საარჩევნო უბანი

ახალციხის #1 საარჩევნო უბანში დილის 7 საათიდან იმყოფება არასაუწყებო დაცვის სამსახურის  ორი პოლიციელი, რომლებმაც განაცხადეს, რომ დაცვის უფროსის დავალებით მოვიდნენ უბანში.

0

საარჩევნო გარემო არათანაბარ პირობებში

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, სულ უფრო ცოტა დრო რჩება და წინასაარჩევნო კამპანია პიკს აღწევს. თუმცა, ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომბრძოლაარათანაბარ პირობებში მიმდინარეობს. როგორი უნდა იყოს წინასაარჩევნო გარემო იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესმა დემოკრატიულად ჩაიაროს და როგორი გარემოა საქართველოში?  
მმართველ და ოპოზიციურ გუნდებს შორის დღითიდღე მწვავდებაბრძოლაგამარჯვებისთვის; ერთ-ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც მოქალაქეთა არჩევანზე უნდა იმოქმედოს, პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო კამპანიაა, თუმცა ოპოზიციური პარტიების მტკიცებით, არსებობს ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი, რაც მათ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელს უშლის. 
კარგი წინასაარჩევნო გარემო რომ იყოს, პარტიებს ფინანსები უნდა ჰქონდეთ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მართალია, პარტიებმა თვითონ უნდა უზრუნველყონ ფინანსების მოძიება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ არც ერთი ბიზნესმენი ოპოზიციას არ აფინანსებს, ფინანსების წყარო კი, ძირითადად, ბიზნესმენები არიან”, - აცხადებსეროვნული საბჭოსწარმომადგენელი ახალციხეში ოლეგ სანდროშვილი და აქვე განმარტავს, რომ ნორმალურ ქვეყანაში ბიზნესმენები ოპოზიციური პარტიების დაფინანსებას არ ერიდებაიან: მთავარია შეხედულებები, რომელი პარტიის მიმართაც არიან განმსჭვალული სიმპატიით, იმას აფინანსებენ. ჩვენთან მმართველი გუნდი დომინანტი და მონოპოლისტია”.
მისივე თქმით, კარგი წინასაარჩევნო გარემო, პირველ რიგში, გულისხმობს ხელმისაწვდომობას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისთვის - თანაბარ პირობებში აწარმოონ წინასაარჩევნო კამპანია, რაც საქართველოში უზრუნველყოფილი არ არის. ამ მოსაზრებას ეთანხმებაალიანსი საქართველოსთვისახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე თამარ გოგოლაძეც: როდესაც, იმ ადამიანებს, ვინც მუშაობენ, თითქოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებად ეთვლებათ ჩვენთან ურთიერთობა, ეს ნამდვილად არ არის თანაბარი პირობები”, - აცხადებს იგი და აქვე იმასაც დასძენს, რომ კარგი წინასაარჩევნო გარემო რომ იყოს, მკვეთრად უნდა იყოს გამიჯნული ხელისუფლების საქმიანობა და მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანია: “გზა იგება, თუ წყალი გაჰყავთ, ყველგანნაციონალური მოძრაობისკანდიდატები ჩანან. არასწორი ინტერპრეტაციაა ამ სამუშაოების. მოსახლეობა სხვაობას ვერ ხედავს. მე ვკითხე მათ კანდიდატს, სად გადის ზღვარი ხელისუფლების საქმეებს და მათ პიარ-კამპანიას შორის და პასუხი არ მიმიღია. ნორმალურ გარემოში ეს არ უნდა ხდებოდეს”.
ხელისუფლების საქმიანობასა დაერთიანი ნაციონალური მოძრაობისპიარ-კამპანიას შორის ზღვარის არარსებობაზე სხვა ოპოზიციური პარტიებიც საუბრობენ. მათი განცხადებით, მაგალითად, საქართველოს არაერთ მხარეში 9 მაისს ვეტერენებისთვის ფულადი საჩუქრების გადაცემას მაჟორიტარი კანდიდატები ესწრებოდნენ. ამგვარ ფაქტებს კი ამომრჩეველი შეცდომაში შეჰყავს.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიერ ასეთი ქმედებების განხორციელებით, ერთის მხრივ, ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვა ხდება, რაც საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველია, მეორეს მხრივ კი, ირღვევა ეუთო- კოპენჰაგენის კონფერენციის დოკუმენტის 5.4- მუხლი, რომელიც ამბობს, რომ უნდა არსებობდესნათელი განსხვავება სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის. კერძოდ, არ უნდა მოხდეს პოლიტიკური პარტიებისა და სახელმწიფოს აღრევა”, - ნათქვამიასაერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსმიერ 14 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში, სადაც, ასევე, აღნიშნულია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სახელმწიფო საჩუქრების გადაცემაში მონაწილეობენ”.
საარჩევნო კამპანიის წარმოებისას შექმნილ უთანასწორო სარჩევნო გარემოზე საუბრობსახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შესახებ პირველ ანგარიშში. უთანასწორობის მაგალითად ისინი მმართველი პარტიის სასარგებლოდ საბიუჯეტო რესურსების ხარჯვას ასახელებენ. ამ შემთხვევაშისაიასაუბრობს ტენდენციაზე, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობას ერთ რომელიმე პარტიას კანონის დარღვევის გარეშე აძლევს.
გასულ წელთან შედარებით, 84 მილიონით გაიზარდა თბილისის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ხოლო რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თბილისისათვის გამოყოფილ ტრანსფერებს, იგი 131 მილიონით აღემატება გასულ წელს თბილისის მერიისთვის გამოყოფილ ტრანსფერებს. მთლიანობაში თუ შევხედავთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველობებისთვის გადაცემულ ტრანსფერებს, თბილისზე მოდის ამ ტრანსფერების დაახლოებით 62 პროცენტი, რაც ჩვენი აზრით, ძალიან მაღალი რიცხვია”, - განაცხადაახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმარადიო თავისუფლებისჟურნალისტთან საუბარში (24.04.2010).
 ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რამაც სამართლიანი არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს და ნორმალურ წინასაარჩევნო გარემოს შეეფერება, საარჩევნო სიებია. ოპოზიციურო პარტიები აცხადებენ, რომ ამომრჩეველთა სიებში კვლავაც დიდი ხარვეზებია და ეს მმართველი გუნდის სასარგებლოდ მოქმედებს. 14 მაისს, ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ, ამ საკითხზე ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმაც ისაუბრა: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა, არის საარჩევნო სიებში არსებული პრობლემები. ჩვენ ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ წინადადებებს აუცილებლად განვიხილავთ. ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს”.
ოლეგ სანდროშვილიც და თამარ გოგოლაძეც ამბობენ, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები რომ ჩატარდეს, ქვეყანაში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს.
პირველ რიგში, მოსახლეობა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ხელისუფლება ყოველთვის არჩევნების გზით შეცვალოს. ამომრჩეველი უნდა იყოს თავის სიმაღლეზე, რომ დააფიქსიროს თავისი აზრი რომელ პარტიას, კანდიდატს და ბლოკს უჭერს მხარს, ვის ანდობს ქვეყნის ბედს. ჩვენთან ძალიან დაბალი დონეა პოლიტიკურად”, - აცხადებს ოლეგ სანდროშვილი და აქვე ამ მდგომარეობის მიზეზებსაც განმარტავს: ეს, ალბათ, მოსახლეობის ბრალია, რომ აქტიურად არ ერთვება წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებში, მაგრამ მეორე მომენტიცაა: იყო დრო, როცა აქტიურადაც იყვნენ ჩართულნი, მაგრამ როდესაც ოპოზიცია  ვერ მიაღწევს ხალხის ნებას, თუნდაც მას სპონტანურად უნდოდეს რამის შეცვლა, მერე ხალხი ნიჰილისტური ხდება, იმედს კარგავს”.
მისგან განსხვავებით, თამარ გოგოლაძე განსაკუთრებულ აქცენტს შიშის სინდრომზე აკეთებს, რაც მისი აზრით, არ უნდა იყოს გამეფებული ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიულობაზე აქვს პრეტენზია. დემოკრატიულ სახელმწიფოში სერიოზულ ოპოზიციურ პარტიებს სერიოზული საყრდენი უნდა ჰქონდეთ, ანუ ხალხი არ უნდა იყოს დაშინებული, არჩევანი გააკეთონ, თუ რომელ პარტიას დაუჭირონ მხარი ან რომელ პარტიაში შევიდნენ. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი და ვაი იმ სახელმწიფოს, სადაც ეს დაშინების ფონზე მიდის, ასე ვთქვათ, პარტიზანულად. მაგალითად, როდესაც ჩვენ შეხვედრები გვქონდა სოფლებში, პოლიციაც მოვიდა და იქვე იდგა. ხალხი შიშისგან იმალებოდა, უბრალოდ იფანტებოდნენ პოლიციის დანახვაზე,” - ამბობს გოგოლაძე.
კარგი წინასაარჩევო გარემო რეკლამებით დატვირთულ გარემოსაც გულისხმობს. ახალციხის ქუჩები მხოლოდნაციონალური მოძრაობისსარეკლმაო პლაკატებითაა აჭრელებული, ოპოზიციური პარტიების პლაკატები კი ნაკლებად ჩანს.
საარჩევნო კამპანიის თანამდევია პლაკატები, მაგრამ ესეც საშუალებაზეა დამოკიდებული: ვისაც მეტი აქვს, მეტს აკეთებს!” - ამბობს ოლეგ სანდროშვილი და აქვე სატელევიზიო რეკლამაზეც საუბრობს: ადგილობრივ ტელევიზიაში გვაქვს უფასო საეთერო დრო და რა თქმა უნდა, ფასიანის გამოყენებაც შეგვიძლია, მაგრამ ფასიან საეთერო დროზე რომ აღარაფერი ვთქვათ, იმისაც ხომ უნდა ფინანსები, რომ იმ უფასო დროში დასატრიალებელი რგოლი გააკეთო?”.
თამარ გოგოლაძე კი მედიასთან მიმართებაში ობიექტური მედია-საშუალებების აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს: ნორმალური წინასაარჩევნო გარემო მოითხოვს მედია-საშუალებებს - აქცენტებისა და ვინმეს მიმართ სიმპათიის გარეშე. ჩვენთან ესეც არ არის”.
თამარ გოგოლაძეც და ოლეგ სანდროშვილიც ერთხმად აღნიშნავენ, რომ ნორმალური წინასაარჩევნო და საარჩევნო გარემო მოსახლეობის აქტიურობას მოითხოვს.
მინდა ხაზი გავუსვა ხალხის აქტიურობას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია! აუცილებლად უნდა მოვიდნენ არჩევნებზე, არ არის საჭირო ხმამაღლა იყვირონ, ვის მისცემენ ხმას, ჩუმად შემოხაზონ, ვინც უნდათ, მათი ხმა იქნება დაცული!” - აცხადებს თამარ გოგოლაძე.
თავის მხრივ, მოთხოვნები აქვთ ამომრჩევლებსაც. ისინი ფიქრობენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი შეხვედრებით, დებატებითა და დისკუსიებით უნდა იყოს დატვირთული. მათ კონკრეტულად უნდა იცოდნენ, რომელი პარტია, მნიშვნელობა არ აქვს მმართველია თუ ოპოზიციური, რას ჰპირდება ამომრჩეელს, როგორ ხედავს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, რა ცვლილებებს გეგმავს ჯანდაცვისა და განათლების სფეროში და რაც ამ ეტაპზე, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, როგორ ხედავენ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს.
მოვიდნენ, გაგვაცნონ პროგრამები, ჩვენს პრობლემებს გაეცნონ, გვითხრან, როგორ ხედავენ ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავალს, ასე უფრო გაგვიადვილდება არჩევანის გაკეთება. ესაა კარგი წინასაარჩევნო გარემო, მარტო ტელევიზორში ყოველ ხუთ წუთში დატრიალებულიკლიპებიდა ლოზუნგები - “გასაკეთებელი კიდევ ბევრია!” “მოვდივართ საქმით, გპირდებით საქმეს!” და .. საქმეს არ შველის. ზოგადმა ლაპარაკმა და დაპირებებმა არაერთხელ მოგვატყუა”, - ამბობს ახალციხელი 64 წლის გურამი, რომელიც გვარის გამხელას ერიდება და აქვე დასძენს, რომ მიუხედავად იმედგაცრუებებისა, არჩევნებში ყოველთვის მონაწილეობს, ისიც კარგად იცის, რა დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ ხმას და როდის რა შედეგი მოუტანია ერთ ხმასაც კი. თუმცა, მისივე თქმით, ნორმალური საარჩევნო გარემო ქვეყანაში არც ერთ აქამდე ჩატარებულ არჩევნებზე არ ყოფილა და არჩევნების მოახლოება მხოლოდ ქალაქსა თუ გზებზე გადაჭიმული ყვითელი ლენტებით იგრძნობოდა ყოველთვის.
ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე