როდესაც დამკვირვებლებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს, #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მათგან მოითხოვა, ეჩვენებინათ საარჩევნო კოდექსის ის მუხლი, სადაც მითითებული იქნებოდა, რომ დალუქულ კონვერტებზე აუცილებელი იყო ბეჭდების არსებობა: `თქვენ თვითონ მოითხოვეთ ეს კომისიის წევრებისგან, როცა ცალკე ოთახში შეუშვით ისინი ფარულად ამის გასაკეთებლად,~ - მიუგო ოსეფაიშვილს `საია~-ს დამკვირვებელმა ნოდარ ჯიქიამ. საბოლოოდ, მსგავსი მუხლი საქართველოს საარჩევნო კოდექსში ვერ იქნა აღმოჩენილი, თუმცა ასეთი ნორმა `ეუთოს~ დამკვირვებლებმა იპოვეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის ინგლიურენოვან ვერსიაში, რომლითაც `ეუთოს~ ყველა დამკვირვებელი სარგებლობს საქართველოში 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგისას. ამდენად, ეუთოს დანკვირვებლებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რომ აღნიშნულ დარღვევას ისინი თავიანთ ანგარიშში დააფიქსირებენ.
0
ქუთაისის ოლქში არჩევნების შედეგების შეჯამება დარღვევებით დაიწყო

5/30/10
ამ წუთებში ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებსა და ბიულეტენებს იღებენ. პირველი შემაჯამებელი ოქმი საოლქოში #126 საარჩევნო უბნიდან შევიდა, სადაც 1500-მდე ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, თუმცა ხმა მხოლოდ 17-მა ამომრჩეველმა მისცა.
საუბნო კომისიების წარმომადგენლებს საოლქოში მასალები სპეციალური თეთრი პოლიეთილენის პარკებით შეაქვთ. საარჩევნო მასალები (ამომრჩეველთა სიები, ბეჭდები, ბიულეტენები, გაბათილებული ბიულეტენები) ცალ-ცალკე კონვერტებშია მოთავსებული. საარჩევნო კოდექსის თანახმად, აღნიშნული კონვერტები უნდა იყოს დალუქული და დამოწმებული კომისიის წევრების ხელმოწერებითა და ბეჭდებით.
#108 საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა საოლქოში ხელმოუწერელი და ბეჭედდაუსმელი კონვერტები წარუდგინეს, რის გამოც საოლქო კომისიის წევრებმა მათ შეცდომის გასწორებისკენ მიუთითეს ფარულად. ამის შემდეგ #108 საუბნო კომისიის თავმჯდომარე და აღნიშნული კომისიის რამდენიმე წევრი საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის სხვა ოთახში მოკალათდნენ და დაიწყეს კონვერტებს ხელმოწერების გაკეთება და ბეჭდების დასმა. აღნიშნული პროცესის დაფიქსირება `ახალი გაზეთის~ ჟურნალისტებმა მოახერხეს.
#108 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ინგა ახალაძემ ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ ხელმოწერები და ბეჭდების დასმა მექანიკურად გამოეპარათ, რისთვისაც საოლქოში რეგისტრატორები იქნენ გამოძახებულნი ბეჭდების დასასმელად. აღნიშნული ფაქტის თაობაზე `ახალი გაზეთის~ წარმომადგენლებმა საოლქო კომისიაში `ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის~ დამკვირვებელს მიაწოდეს ინფორმაცია. როდესაც დამკვირვებელმა კომისიის წევრებისგან ბეჭდების უკანონოდ დასმის შეწყვეტა მოითხოვა და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ავთანდილ ოსეფაიშვილისგან შესაბამისი რეაგირება მოითხოვა, ოსეფაიშვილმა უპასუხა, რომ თავადვე ემოქმედა დამკვირვებლის უფლებამოსილების ფარგლებში. შეხლა-შემოხლის მიუხედავად, საოლქო საარჩევნო კომისიამ #108 საუბნო საარჩევნო კომისიის მონაცემები უპრობლემოდ ჩაიბარა.
ამის შემდეგ ანალოგიური ვითარება შეიქმნა სხვა უბნებთან დაკავშირებითაც: მაგალითად, ბეჭდები ცალკე ოთახში დაუსვეს კომისიის წევრებმა #125 საუბნო საარჩევნო კომისიის დალუქულ კონვერტებს. #97 საუბნო საარჩევნო კომისიის კონვერტებთან დაკავშირებით კი საოლქო საარჩევნო კომისია კიდევ უფრო შორს წავიდა და ბეჭდების დასმა დალუქულ კონვერტებზე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომათა დარბაზშივე დაიწყო, ჟურნალისტებისა და დამკვირვებლების, მათ შორის `ეუთოს~ დამკვირვებლების თვალწინ.
როდესაც დამკვირვებლებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს, #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მათგან მოითხოვა, ეჩვენებინათ საარჩევნო კოდექსის ის მუხლი, სადაც მითითებული იქნებოდა, რომ დალუქულ კონვერტებზე აუცილებელი იყო ბეჭდების არსებობა: `თქვენ თვითონ მოითხოვეთ ეს კომისიის წევრებისგან, როცა ცალკე ოთახში შეუშვით ისინი ფარულად ამის გასაკეთებლად,~ - მიუგო ოსეფაიშვილს `საია~-ს დამკვირვებელმა ნოდარ ჯიქიამ. საბოლოოდ, მსგავსი მუხლი საქართველოს საარჩევნო კოდექსში ვერ იქნა აღმოჩენილი, თუმცა ასეთი ნორმა `ეუთოს~ დამკვირვებლებმა იპოვეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის ინგლიურენოვან ვერსიაში, რომლითაც `ეუთოს~ ყველა დამკვირვებელი სარგებლობს საქართველოში 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგისას. ამდენად, ეუთოს დანკვირვებლებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რომ აღნიშნულ დარღვევას ისინი თავიანთ ანგარიშში დააფიქსირებენ.
როდესაც დამკვირვებლებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს, #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მათგან მოითხოვა, ეჩვენებინათ საარჩევნო კოდექსის ის მუხლი, სადაც მითითებული იქნებოდა, რომ დალუქულ კონვერტებზე აუცილებელი იყო ბეჭდების არსებობა: `თქვენ თვითონ მოითხოვეთ ეს კომისიის წევრებისგან, როცა ცალკე ოთახში შეუშვით ისინი ფარულად ამის გასაკეთებლად,~ - მიუგო ოსეფაიშვილს `საია~-ს დამკვირვებელმა ნოდარ ჯიქიამ. საბოლოოდ, მსგავსი მუხლი საქართველოს საარჩევნო კოდექსში ვერ იქნა აღმოჩენილი, თუმცა ასეთი ნორმა `ეუთოს~ დამკვირვებლებმა იპოვეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის ინგლიურენოვან ვერსიაში, რომლითაც `ეუთოს~ ყველა დამკვირვებელი სარგებლობს საქართველოში 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგისას. ამდენად, ეუთოს დანკვირვებლებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რომ აღნიშნულ დარღვევას ისინი თავიანთ ანგარიშში დააფიქსირებენ.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაიში 55 466-მა ამომრჩეველმა, ანუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 34,36%-მა მიიღო მონაწილეობა. ამ დროისთვის საოლქოში შესული 20-მდე უბნის მონაცემებით `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა~ ლიდერობს. მეორე ადგილს კი `ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება~ იკავებს.
`ახალი გაზეთი~
Posted in: ინფორმაცია უბნებიდან | 0 Comments | Email This
Subscribe to:
Post Comments (RSS)
0 Responses to "ქუთაისის ოლქში არჩევნების შედეგების შეჯამება დარღვევებით დაიწყო"
Post a Comment