0

არ იყენებენ თუ არ სჭირდებათ?

5/17/10

ახალქალაქში რეგისტრირებული ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ადმინისტრაციული რესურსით არ სარგებლობს. ვითარებაში გარკვევა თავად გადავწყვიტეთ.
ადმინისტრაციული რესურსი ეწოდება პოლიტიკური ძალების, პარტიებისა და კანდიდატების მიერ, არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, მათი პოლიტიკური მდგომარეობისა ან სამთავრობო დაწესებულებებთან კავშირის გამოყენებას.
საქართველოს საარჩევნო კოდექსი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ზოგიერთ აკრძალვას აწესებს. აკრძალულია სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ დაკავებული შენობების გამოყენება, იმ შემთხვევაში, თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს იმავე პირობებში იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების გამოყენების საშუალება არ გააჩნიათ. ასევე, კანონის თანახმად, აკრძალულია სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენება, იმ შემთხვევაში, თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს იმავე პირობებში ამის გამოყენების საშუალება არ გააჩნიათ.
პარტიისმრეწველობა გადაარჩენს საქართველოსწარმომადგენლის მერუჟან ეზოიანის თქმით, მათი პარტია ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ რესურსს არ იყენებს. მისი სიტყვებიდან გამომდინარე, რადგან რესურსი უკვეადმინისტრაციულია”, ისინი მის გამოყენებას აზრსმოკლებულად მიიჩნევენ.
სკოლებში შეხვედრებს არ ვატარებთ, რადგან ისინი ერთ მხარეს ემხრობიან. იქ ჩვენთან შეხვედრებს გაურბიან”, - ამბობს მერუჟან ეზოიანი.
ქრისტიან-დემოკრატიული პარტიაარ სარგებლობს ადმინისტრაციული რესურსით, თუმცა, სკოლებში ან სხვა საბიუჯეტო დაწესებულებებში შეხვედრების მოწყობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
ქალაქის სკოლებსა და საავადმყოფოებში ჯერჯერობით არ ვყოფილვართ და იქ არავის შევხვედრივართ. არც ადგილობრივი ტელევიზიის მეშვეობით მიგვიმართავს მოსახლეობისთვის”, - ამბობს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი სოსო ბალახაძე.
ბლოკნაციონალური კავშირისკანდიდატის არმენ ფარმანიანის თქმით, მათ წინააღმდეგ მიმართულია ისეთი ადმინისტრაციული რესურსი, როგორიცაა უშიშროება და ინტერნეტი, სადაც დამცინავი რგოლებია განთავსებული.
რომელი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე შეიძლება საუბარი ოპოზიციაში ყოფნისას? არჩევნების წინ სახელმწიფო ფულით სახელდახელოდ დაიწყეს კანალიზაციის აღდგენა და მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ამას ისინი აკეთებენ. დაამტკიცონ, რომ ეს მათი ჯიბეებიდან კეთდება. ადგილობრივ ტელევიზიებს არ დავკავშირებივართ. ადგილობრივმა ტელევიზიამ, სოფელ ხორენიაში ვეტერანთა ძეგლის გახსნის გაშუქებისას, მხოლოდ ხელისუფლება აჩვენა, ჩვენც იმავეს ვაკეთებდით და არ ვუჩვენებივართ”, - ამბობს არმენ ფარმანიანი.
პარტიასაქართველოს დემოკრატებისწარმომადგენელმა აგვიხსნა, რომ მათ ოფისის გასახსნელად ფინანასები არ გააჩნიათ და მთელ დროს ახალქალაქის უმაღლესი სასწავლებლისკოლეჯის შენობაში ატარებენ, თუმცა, როგორც მერუჟან აბრამიანმა განაცხადა, ადმინისტრაციულ რესურსს არც მათი პარტია იყენებს.
წინასაარჩევნო აგიტაციას, ძირითადად, ჩვენი სტუდენტების საშუალებით სოფლებშიხოსპიოში, ხორენიაში, ვაჩანსა და ჩამდურაში ვეწევით. აგიტაციის ჩატარებაში წინააღმდეგობებს არ ვაწყდებით, ჩვენი ძირითადი დაბრკოლება დაფინანსების არქონაა. ოფისი არ მოგვითხოვია, რადგან ამას აზრი არ აქვს, მაშინ სამუშაო უნდა მიგვეტოვებინა და მხოლოდ ოფისის საქმეებით ვყოფილიყავით დაკავებულნი. აგიტაციის მხრივ პრობლემები არ გვაქვს, რადგან ახალგაზრდობის დაახლოებით 30 პროცენტი ჩვენი სტუდენტები არიან. პლაკატებიც ჯერ არ გვაქვს, მაგრამ დღე-დღეზე ველოდებით. არც ადგილობრივი ტელეარხებით გვისარგებლია, მაგრამ სამომავლოდ ამის გაკეთებაც გვინდა”, - ამბობს იგი.
როგორც პარტიანაციონალური მოძრაობისწარმომადგენელმა ჰამლეტ მოვსისიანმა განმარტა, ადმინისტრაციული რესურსით არც ეს პარტია სარგებლობს. “ნაციონალური მოძრაობაერთადერთი პარტიაა, რომელმაც ადგილობრივ ტელეარხატვ 12”-ზე უფასო და ფასიანი საეთერო დრო გამოიყენა.
ამ ეტაპზე არანაირი ადმინისტრაციული რესურსით არ ვსარგებლობთ. ამის აუცილებლობა არც გვაქვს. წინასაარჩევნო აგიტაციის ორგანიზებისათვის ჩვენი პარტიის შესაძლებლობებით ვსარგებლობთ. მოსახლეობას სკოლებში, სოფლის კლუბებში ან, უბრალოდ, ქუჩებში ვხვდებით. ამის გაკეთება ახალქალაქში რეგისტრირებულ ყველა პარტიას შეუძლია. ადგილობრივ ტელევიზიასთან კი ხელშეკრულება გვაქვს დადებული და ამ შესაძლებლობას იმ დონით ვიყენებთ, რისი საშუალებაც გაგვაჩნია”, - ამბობს ჰამლეტ მოვსისიანი.
არჩევნების სიაში რეგისტრირებულ პარტიებს შორის არის ასეთი პარტიაც - “ჩვენ თვითონ”. მათ მოახლოებული არჩევნებისთვის, ფინანსური სირთულეების გამო, არც ოფისი აქვთ და არც კანდიდატები. შესაბამისად, ამ პარტიას არც შეუძლია ისარგებლოს ან არ ისარგებლოს ადმინისტრაციული რესურსით.

ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი

0 Responses to "არ იყენებენ თუ არ სჭირდებათ?"