0

საარჩევნო გარემო არათანაბარ პირობებში

5/29/10

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, სულ უფრო ცოტა დრო რჩება და წინასაარჩევნო კამპანია პიკს აღწევს. თუმცა, ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომბრძოლაარათანაბარ პირობებში მიმდინარეობს. როგორი უნდა იყოს წინასაარჩევნო გარემო იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესმა დემოკრატიულად ჩაიაროს და როგორი გარემოა საქართველოში?  
მმართველ და ოპოზიციურ გუნდებს შორის დღითიდღე მწვავდებაბრძოლაგამარჯვებისთვის; ერთ-ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც მოქალაქეთა არჩევანზე უნდა იმოქმედოს, პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო კამპანიაა, თუმცა ოპოზიციური პარტიების მტკიცებით, არსებობს ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი, რაც მათ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელს უშლის. 
კარგი წინასაარჩევნო გარემო რომ იყოს, პარტიებს ფინანსები უნდა ჰქონდეთ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მართალია, პარტიებმა თვითონ უნდა უზრუნველყონ ფინანსების მოძიება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ არც ერთი ბიზნესმენი ოპოზიციას არ აფინანსებს, ფინანსების წყარო კი, ძირითადად, ბიზნესმენები არიან”, - აცხადებსეროვნული საბჭოსწარმომადგენელი ახალციხეში ოლეგ სანდროშვილი და აქვე განმარტავს, რომ ნორმალურ ქვეყანაში ბიზნესმენები ოპოზიციური პარტიების დაფინანსებას არ ერიდებაიან: მთავარია შეხედულებები, რომელი პარტიის მიმართაც არიან განმსჭვალული სიმპატიით, იმას აფინანსებენ. ჩვენთან მმართველი გუნდი დომინანტი და მონოპოლისტია”.
მისივე თქმით, კარგი წინასაარჩევნო გარემო, პირველ რიგში, გულისხმობს ხელმისაწვდომობას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისთვის - თანაბარ პირობებში აწარმოონ წინასაარჩევნო კამპანია, რაც საქართველოში უზრუნველყოფილი არ არის. ამ მოსაზრებას ეთანხმებაალიანსი საქართველოსთვისახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე თამარ გოგოლაძეც: როდესაც, იმ ადამიანებს, ვინც მუშაობენ, თითქოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებად ეთვლებათ ჩვენთან ურთიერთობა, ეს ნამდვილად არ არის თანაბარი პირობები”, - აცხადებს იგი და აქვე იმასაც დასძენს, რომ კარგი წინასაარჩევნო გარემო რომ იყოს, მკვეთრად უნდა იყოს გამიჯნული ხელისუფლების საქმიანობა და მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანია: “გზა იგება, თუ წყალი გაჰყავთ, ყველგანნაციონალური მოძრაობისკანდიდატები ჩანან. არასწორი ინტერპრეტაციაა ამ სამუშაოების. მოსახლეობა სხვაობას ვერ ხედავს. მე ვკითხე მათ კანდიდატს, სად გადის ზღვარი ხელისუფლების საქმეებს და მათ პიარ-კამპანიას შორის და პასუხი არ მიმიღია. ნორმალურ გარემოში ეს არ უნდა ხდებოდეს”.
ხელისუფლების საქმიანობასა დაერთიანი ნაციონალური მოძრაობისპიარ-კამპანიას შორის ზღვარის არარსებობაზე სხვა ოპოზიციური პარტიებიც საუბრობენ. მათი განცხადებით, მაგალითად, საქართველოს არაერთ მხარეში 9 მაისს ვეტერენებისთვის ფულადი საჩუქრების გადაცემას მაჟორიტარი კანდიდატები ესწრებოდნენ. ამგვარ ფაქტებს კი ამომრჩეველი შეცდომაში შეჰყავს.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიერ ასეთი ქმედებების განხორციელებით, ერთის მხრივ, ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვა ხდება, რაც საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველია, მეორეს მხრივ კი, ირღვევა ეუთო- კოპენჰაგენის კონფერენციის დოკუმენტის 5.4- მუხლი, რომელიც ამბობს, რომ უნდა არსებობდესნათელი განსხვავება სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის. კერძოდ, არ უნდა მოხდეს პოლიტიკური პარტიებისა და სახელმწიფოს აღრევა”, - ნათქვამიასაერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსმიერ 14 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში, სადაც, ასევე, აღნიშნულია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სახელმწიფო საჩუქრების გადაცემაში მონაწილეობენ”.
საარჩევნო კამპანიის წარმოებისას შექმნილ უთანასწორო სარჩევნო გარემოზე საუბრობსახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შესახებ პირველ ანგარიშში. უთანასწორობის მაგალითად ისინი მმართველი პარტიის სასარგებლოდ საბიუჯეტო რესურსების ხარჯვას ასახელებენ. ამ შემთხვევაშისაიასაუბრობს ტენდენციაზე, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობას ერთ რომელიმე პარტიას კანონის დარღვევის გარეშე აძლევს.
გასულ წელთან შედარებით, 84 მილიონით გაიზარდა თბილისის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ხოლო რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თბილისისათვის გამოყოფილ ტრანსფერებს, იგი 131 მილიონით აღემატება გასულ წელს თბილისის მერიისთვის გამოყოფილ ტრანსფერებს. მთლიანობაში თუ შევხედავთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველობებისთვის გადაცემულ ტრანსფერებს, თბილისზე მოდის ამ ტრანსფერების დაახლოებით 62 პროცენტი, რაც ჩვენი აზრით, ძალიან მაღალი რიცხვია”, - განაცხადაახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმარადიო თავისუფლებისჟურნალისტთან საუბარში (24.04.2010).
 ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რამაც სამართლიანი არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს და ნორმალურ წინასაარჩევნო გარემოს შეეფერება, საარჩევნო სიებია. ოპოზიციურო პარტიები აცხადებენ, რომ ამომრჩეველთა სიებში კვლავაც დიდი ხარვეზებია და ეს მმართველი გუნდის სასარგებლოდ მოქმედებს. 14 მაისს, ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ, ამ საკითხზე ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმაც ისაუბრა: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა, არის საარჩევნო სიებში არსებული პრობლემები. ჩვენ ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ წინადადებებს აუცილებლად განვიხილავთ. ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს”.
ოლეგ სანდროშვილიც და თამარ გოგოლაძეც ამბობენ, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები რომ ჩატარდეს, ქვეყანაში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს.
პირველ რიგში, მოსახლეობა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ხელისუფლება ყოველთვის არჩევნების გზით შეცვალოს. ამომრჩეველი უნდა იყოს თავის სიმაღლეზე, რომ დააფიქსიროს თავისი აზრი რომელ პარტიას, კანდიდატს და ბლოკს უჭერს მხარს, ვის ანდობს ქვეყნის ბედს. ჩვენთან ძალიან დაბალი დონეა პოლიტიკურად”, - აცხადებს ოლეგ სანდროშვილი და აქვე ამ მდგომარეობის მიზეზებსაც განმარტავს: ეს, ალბათ, მოსახლეობის ბრალია, რომ აქტიურად არ ერთვება წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებში, მაგრამ მეორე მომენტიცაა: იყო დრო, როცა აქტიურადაც იყვნენ ჩართულნი, მაგრამ როდესაც ოპოზიცია  ვერ მიაღწევს ხალხის ნებას, თუნდაც მას სპონტანურად უნდოდეს რამის შეცვლა, მერე ხალხი ნიჰილისტური ხდება, იმედს კარგავს”.
მისგან განსხვავებით, თამარ გოგოლაძე განსაკუთრებულ აქცენტს შიშის სინდრომზე აკეთებს, რაც მისი აზრით, არ უნდა იყოს გამეფებული ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიულობაზე აქვს პრეტენზია. დემოკრატიულ სახელმწიფოში სერიოზულ ოპოზიციურ პარტიებს სერიოზული საყრდენი უნდა ჰქონდეთ, ანუ ხალხი არ უნდა იყოს დაშინებული, არჩევანი გააკეთონ, თუ რომელ პარტიას დაუჭირონ მხარი ან რომელ პარტიაში შევიდნენ. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი და ვაი იმ სახელმწიფოს, სადაც ეს დაშინების ფონზე მიდის, ასე ვთქვათ, პარტიზანულად. მაგალითად, როდესაც ჩვენ შეხვედრები გვქონდა სოფლებში, პოლიციაც მოვიდა და იქვე იდგა. ხალხი შიშისგან იმალებოდა, უბრალოდ იფანტებოდნენ პოლიციის დანახვაზე,” - ამბობს გოგოლაძე.
კარგი წინასაარჩევო გარემო რეკლამებით დატვირთულ გარემოსაც გულისხმობს. ახალციხის ქუჩები მხოლოდნაციონალური მოძრაობისსარეკლმაო პლაკატებითაა აჭრელებული, ოპოზიციური პარტიების პლაკატები კი ნაკლებად ჩანს.
საარჩევნო კამპანიის თანამდევია პლაკატები, მაგრამ ესეც საშუალებაზეა დამოკიდებული: ვისაც მეტი აქვს, მეტს აკეთებს!” - ამბობს ოლეგ სანდროშვილი და აქვე სატელევიზიო რეკლამაზეც საუბრობს: ადგილობრივ ტელევიზიაში გვაქვს უფასო საეთერო დრო და რა თქმა უნდა, ფასიანის გამოყენებაც შეგვიძლია, მაგრამ ფასიან საეთერო დროზე რომ აღარაფერი ვთქვათ, იმისაც ხომ უნდა ფინანსები, რომ იმ უფასო დროში დასატრიალებელი რგოლი გააკეთო?”.
თამარ გოგოლაძე კი მედიასთან მიმართებაში ობიექტური მედია-საშუალებების აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს: ნორმალური წინასაარჩევნო გარემო მოითხოვს მედია-საშუალებებს - აქცენტებისა და ვინმეს მიმართ სიმპათიის გარეშე. ჩვენთან ესეც არ არის”.
თამარ გოგოლაძეც და ოლეგ სანდროშვილიც ერთხმად აღნიშნავენ, რომ ნორმალური წინასაარჩევნო და საარჩევნო გარემო მოსახლეობის აქტიურობას მოითხოვს.
მინდა ხაზი გავუსვა ხალხის აქტიურობას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია! აუცილებლად უნდა მოვიდნენ არჩევნებზე, არ არის საჭირო ხმამაღლა იყვირონ, ვის მისცემენ ხმას, ჩუმად შემოხაზონ, ვინც უნდათ, მათი ხმა იქნება დაცული!” - აცხადებს თამარ გოგოლაძე.
თავის მხრივ, მოთხოვნები აქვთ ამომრჩევლებსაც. ისინი ფიქრობენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი შეხვედრებით, დებატებითა და დისკუსიებით უნდა იყოს დატვირთული. მათ კონკრეტულად უნდა იცოდნენ, რომელი პარტია, მნიშვნელობა არ აქვს მმართველია თუ ოპოზიციური, რას ჰპირდება ამომრჩეელს, როგორ ხედავს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, რა ცვლილებებს გეგმავს ჯანდაცვისა და განათლების სფეროში და რაც ამ ეტაპზე, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, როგორ ხედავენ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს.
მოვიდნენ, გაგვაცნონ პროგრამები, ჩვენს პრობლემებს გაეცნონ, გვითხრან, როგორ ხედავენ ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავალს, ასე უფრო გაგვიადვილდება არჩევანის გაკეთება. ესაა კარგი წინასაარჩევნო გარემო, მარტო ტელევიზორში ყოველ ხუთ წუთში დატრიალებულიკლიპებიდა ლოზუნგები - “გასაკეთებელი კიდევ ბევრია!” “მოვდივართ საქმით, გპირდებით საქმეს!” და .. საქმეს არ შველის. ზოგადმა ლაპარაკმა და დაპირებებმა არაერთხელ მოგვატყუა”, - ამბობს ახალციხელი 64 წლის გურამი, რომელიც გვარის გამხელას ერიდება და აქვე დასძენს, რომ მიუხედავად იმედგაცრუებებისა, არჩევნებში ყოველთვის მონაწილეობს, ისიც კარგად იცის, რა დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ ხმას და როდის რა შედეგი მოუტანია ერთ ხმასაც კი. თუმცა, მისივე თქმით, ნორმალური საარჩევნო გარემო ქვეყანაში არც ერთ აქამდე ჩატარებულ არჩევნებზე არ ყოფილა და არჩევნების მოახლოება მხოლოდ ქალაქსა თუ გზებზე გადაჭიმული ყვითელი ლენტებით იგრძნობოდა ყოველთვის.
ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე

0 Responses to "საარჩევნო გარემო არათანაბარ პირობებში"