0

ემიგრანტები საარჩევნო სიებში

4/26/10

ახალციხის #37 საოლქო საარჩევნო კომისიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან უბნებზე გასატანად ამომრჩეველთა ერთიანი სია უკვე მიიღო. საარჩევნო სიებში ემიგრანტებიც არიან. 
 თამუნა უჩიძე, ახალციხე
        25-26 აპრილიდან ახალციხის ოლქის 38-ვე საარჩევნო უბანზე სიები გაიკვრება და ამომრჩევლებს მათი გადამოწმების საშულება ექნებათ. 
     “ეს ცესკოს, საჯარო რეესტრისა და პოლიტიკური პარტიების გადამოწმებული სიებია”, - ამბობს ახალციხის #37 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლეილა ნარიმანიშვილი. 
       გადამოწმებულ სიებში კვლავ დიდ უზუსტობას ქმნიან ემიგრანტები.
თამარაშვილის #4-ში მცხოვრებლებიდან საზღვარგარეთ ცხრა პიროვნებაა გასული. შვიდი მათგანი ოჯახიდან სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დროსაა წასული: მაია ხმალაძე, ლია ჯანხოთელი, ნონა კაპერსკი, დავით ინასარიძე, ნუნუ ინასარიძე, თამარ ინასარიძე, დავით თხელიძე, მალხაზ ფეიქრიშვილი და ეკა ივანიძე. 
     დავით ინასარიძე საბერძნეთში სამი წლის წინ, ნუნუ ინასარიძე კი ექვსი წლის წინ წავიდა. 
     “მათ სახელზე ბიულეტენი ყოველთვის მოგვდის. თამარმა საქართველო დაახლოებით 10 წლის წინ დატოვა, ბოლო არჩევნებზე მის სახელზე ბიულეტენი აღარ მიგვიღია”, - აცხადებს ნუნუ ინასარიძის შვილი ლევან ინასარიძე.  
      თამარაშვილის #4-დან თამარ ინასარიძე ერთადერთი ემიგრანტია, რომელიც ერთიანი საარჩევნო სიიდან ამოღებულია. დანაჩენი რვა კი სიაში ჩვეულებრივი განმარტების - “უცხოეთშია” - გარეშე რჩება. 
      ორი  წელია, დატოვა საქართველო თამარაშვილის #29-ში მცხოვრებმა კახაბერ ჩოხელმაც. მეზობლების განცხადებით, იგი საბერძნეთში იმყოფება. თუმცა ის, რომ კახაბერი უცხოეთშია, საარჩევნო სიაში მითითებული არაა.
     ასპინძის #38-დან საზღვარგარეთ ოთხი პირია წასული: ნინო შემაზაშვილი, რეზო ნებაძე, თამარ ბარაბქაძე და რეზო თუმანიშვილი. 
      ამათგან, თამარ ბარბაქაძე სიაში საერთოდ არაა, დანარჩენების სახელი და გვარი მოცემულია, თუმცა ის, რომ უცხოეთში იმყოფებიან, არც მათ გრაფაშია აღნიშნული. 
       ახალციხის #37 ოლქში საარჩვენო სიები ორმა პოლიტიკურმა პარტიამრესპუბლიკელებმადაკონსერვატორებმაგადაამოწმეს. მათი განცხადებით, საარჩევნო სიებში ყველაზე მეტ უზუსტობას ქვეყნიდან სწორედ არალეგალურად გასული პირები ქმნიან.  ვინც ლეგალურადაა გასული, იმას საოლქო ავტომატურად ამოაგდებს. არალეგალურად გასულების შემთხვევაში კი, ფორმა, რომელსაც გადამოწმებისას ვავსებთ, ითვალისწინებს მეზობლების ან ოჯახის წევრების დადასტურებას, მაგრამ ამას არავინ ადასტურებს”, - აცხადებსკონსერვატიული პარტიისსამცხე-ჯავახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი. 
      ლეილა ნარიმანიშვილის განცხადებით, არალეგალურად ქვეყნიდან გასულის სიიდან ამოღების უფლება არავის აქვს: ეს ადამიანები კანონდამრღვევები არიან. ვერანაირად ვერ გადაამოწმებ, ის არაკანონიერადაა გასული თუ არა. რა უფლება გაქვს, სიიდან ამოიღო?! იქნებ უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, მაგრამ ბრუნდება და არჩევნების დღეს თავის ქვეყანაშია?!” 
      საქართველოს ცენტრალური საარჩვენო კომისიის 22 აპრილის #28/2010 დადგენილებით, საქართველოში მუდმივად ან დროებით მცხოვრებ ამომრჩეველს, რომელიც არ დგას საკონსულო აღრიცხვაზე და ამომრჩეველთა ერთიან სიაში მისი გვარის გასწვრივ არსებობს ჩანაწერი: “იმყოფება უცხოეთში”, აგრეთვე, სხვა სახელმწიფოში მუდმივად ან დროებით მცხოვრებ ამომრჩვეველს, რომელიც დგას საკონსულო აღრიცხვაზე და მისი გვარის გასწვრივ არსებობს ჩანაწერი: “საკონსულო აღრიცხავზე”, არჩვენებში მონაწილეობის მიღების უფლება ეძლევა იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის დღეს მიმართავს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას და წარადგენს საქართველოს მოქალაქის პასპორტს, რომელშიც იქნება ჩანაწერი (შტამპი) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შესახებ. 
     “ამდენად, კენჭისყრის დღეს ქვეყანაში დაბრუნებულ პირებს ხმის მიცემის საშუალება ექნებათ”, - ამბობს ლეილა ნარიმანიშვილი.
       საარჩევნო სიებში ცვლილებების შეტანა 20 მაისამდეა შესაძლებელი. მანამდე კი საქართველოში მყოფ პირებს საკუთარი თავის სიაში გადამოწმება უბნებზე შეუძლიათ. ვინ როგორ გამოიყენებს ემიგრანტების ბიულეტენებს, ეს მხოლოდ არჩევნების შემდეგ გაირკვევა.

0

არჩევანი ევოლუციასა და რევოლუციას შორის

4/24/10

„იმ ქვეყანაში, სადაც ერთი პარტია უმრავლესობით არის წარმოდგენილი ყველა საკრებულოში, საკონსტიტუციო უმრავლესობით - პარლამენტში და პრეზიდენტიც ამ პარტიის თავმჯდომარეა, დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია“, - აღნიშნავს თავის ერთ-ერთ სტატიაში ჟურნალისტი ია ანთაძე.
ამიტომ „იმ ქვეყანაში“ 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებს ნიჰილისტურად განწყობილი ელექტორატი ხვდება. ელექტორატი, რომლის უნდობლობას ამაგრებს გამოცდილება, რაც განვლილმა წლებმა მისცა მას. ჩამოაყალიბა გარკვეული წარმოდგენები და სტერეოტიპები, რომელიც დემოკრატიას - როგორც სისტემას, არჩევნებს - როგორც საშუალებას და თვითმმართველობას - როგორც ორგანოს, ლამის ფიქციად მიიჩნევს. თუმცა, ყოველი არჩევნები საწყისთან დაბრუნებას ჰგავს. ადგილს, საიდანაც შეიძლება ყველაფრის თავიდან დაწყება და რაღაცის შეცვლა. არჩევნები სტარტია, სადაც დემოკრატია, ანუ დემოსის მმართველობა, თვალხილული ხდება. დემოსი საკუთარი პერსონით ჩნდება და ძალა შესწევს. ეს იდეაში, თუმცა რეალობაც შეიძლება აღმოჩნდეს ამ იდეასთან ახლოს, თუკი დემოსი „ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ჩაებმება. რა არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა? პოლიტიკა, ძირითადად, არის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი, პირდაპირი გზა საკუთარი ინტერესების დაცვის. ბევრი ადამიანი უნდა იყოს ჩართული პოლიტიკაში, ჩართვაში რას ვგულისხმობ? იგივე არჩევნებს. არჩევნები ეს არის პიროვნების პოლიტიკაში მონაწილეობის აქტი. საერთოდ, დემოკრატია ამაზეა გათვლილი - მონაწილეობაზე. ყველას უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძობა ამ ქვეყნის მიმართ“, - მიაჩნია ფილოსოფოსს და პოლიტოლოგს ტარიელ დათიაშვილს.
თუმცა, საქართველოში პასუხიმგებლობის გრძნობას ნიჰილიზმი ჭარბობს. ნიჰილიზმს ამაგრებს ეჭვი, რომლის თანახმად, ამომრჩეველთა ხმები დაუცველია. თუმცა, ხმების დაცულობასაც ამაგრებს რაღაც ბერკეტი. მაგალითად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით ჩართვა. პოლიტიკურ პარტიებს ამომრჩველთა სიების მონიტორინგში მონაწილეობის უფლება კანონში 2009 წელს შეტანილი ცვლილების საფუძველზე მიეცათ. ამასთან, ერთად საერთაშორისო დამკვირვებელთა განსაკუთრებით დიდი ოდენობა დაესწრება 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებს. მარტო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ბიუროდან (OSCE/ODIHR) 400 დამკვირვებელი იქნება წარმოდგენილი. როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ევროპული ინსტიტუტებიდან ნაკლებად მიეგება ხოლმე ასეთი პატივი და ასეთი ინტერესი. რიგ ექსპერტთა აზრით, დასავლეთის ასეთი ინტერესი საქართველოს თვითმმართველობის არჩევნების მიმართ არსებობს იმიტომ, რომ „უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ამ არჩევნებს. არა იმიტომ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობაა უმნიშვნელოვანესი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, არამედ - ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის. როცა ძალაუფლება არის ერთი ჯგუფის ხელში, არჩევნების შედეგად შეიძლება ეს ძალაუფლება უმტკივნეულოდ გადანაწილდეს. მე იმ პოზიციაზე ვდგავარ, რომ არა აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფი იქნება ქვეყნის სათავეში. ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც უზურპატორის როლში გვევლინება, იქნება საშიში. ამდენად, ძალთა დაბალანსებისთვის იდეალური არის ადგილობრივი არჩევნები,“ - ამბობს რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კვლევების ხელმძღვანელი..
იგივეს აღნიშნავს ია ანთაძეც: „მნიშვნელოვანია სახელისუფლო პარტიის გვერდით ოპოზიციური მმართველობის კუნძულის გაჩენა. რაც საფუძვლად უნდა დაედოს პოლიტიკური პროცესის განვითარებას ევოლუციურად და რამაც თავიდან უნდა აგვაცილოს მორიგი რევოლუცია.“
აქამდე ყველა არჩევნები პიროვნებებსა და პარტიებზე აქცენტებით მიმდინარეობდა, ანუ მთავარი იყო არა არჩევნების სამართლიანად ჩატარება, არამედ - საჭირო ძალის გამარჯვება. არჩევნების გაყალბება რაღაც უფრო „დიად“ იდეას ემსახურებოდა, რომ საჭირო ძალის (ან პერსონის) მოსვლით ქვეყანაში შენარჩუნებულიყო მნიშვნელოვანი იდეალები. ამ ნიშნით მიდიოდა ყველა არჩევნები. დიდი ალბათობაა, რომ ახლაც იგივე განმეორდეს, სამართლიანობაზე წინ პოლიტიკური ძალა დადგეს. არადა, „გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ყველა ის უბედურება, რაც მოხდა საქართველოში, სწორედ პოლიტიკური ძალების არასწორი დალაგებით მოხდა და ეს კეთდებოდა ყოველთვის არჩევნების საშუალებით. პოლიტიკური ძალა რისი გამომხატველია? გამომხატველია გარკვეული ჯგუფის ინტერესების და შეხედულებების. ამ ხალხს თავისი მოთხოვნების რეალიზაციისთვს ჭირდება თავისი პოლიტიკური ძალა. შეკვეთა ქვემოდან უნდა მოდიოდეს, ჩვენთან პირიქით - ზემოდან მოდის. საერთოდ, სწორი სოციალური კვლევა არის საფუძველთა საფუძველი. როგორ შეიძლება აშენებდე დემოკრატიას და მხოლოდ არჩევნების წინ გამოიძახო ვიღაც, რომ ჩაატაროს სოციალური კვლევა?! ეს მუდმივად უნდა ხდებოდეს, სოციოლოგიური კვლევები უნდა ედოს წინ ხელისუფლებას, რომ გაარკვიოს პრიორიტეტები. როცა ხალხს არ უსმენ, მაშინ პოლიტიკურ ძალებს ვერ ალაგებ სწორად, არ აძლევ იმ ხალხს იმის საშუალებას, თავისი ინტერესები გაატაროს საზოგადოებაში და თავისი კორექტივი შეიტანოს. ეს იწვევს მერე იმ არეულობებს, კრიზისებს, იშლებიან, ერთიანდებიან. ეს დაბნეულობა არის იმ არასწორი, საშინელი არჩევნების გამოყენებით და გაყალბებებით გამოწვეული. კიდევ თუ გააყალბებ, იგივე არეულობას მიიღებ“, - ამბობს ტარიელ დათიაშვილი.
თუკი ხელისუფლება აცხადებს, რომ დემოკრატიას აშენებს, ამაზე ადრე თუ გვიან პასუხს მოთხოვენ (მაგალითად, დასავლეთი): საქმეს - ლაპარაკის ნაცვლად, ნაკლებ მოდელირებას და მეტ რეალობასა და მრავალფეროვნებას.
„ჩემი მრწამსით ვარ დემოკრატი, დასავლური ორიენტაციის მომხრე, არ ვიზიარებ ბევრი პოლიტიკური ჯგუფის შეხედულებას, მაგრამ სისტემას ჭირდება ეს მრავალფეროვნება, პოლიტიკურ სპექტრთა სიმრავლე. რაც შეიძლება მრავალფეროვანი და ქაოტური უნდა იყოს. ქაოსი დაპირისპირებას კი არ გულისხმობს, არამედ დემოკრატიაში ქაოსი იწვევს ჰარმონიას. ცენტრალიზმის წესი ასეთია - იგი მუშაობს ქაოსის წესრიგად გარდასაქმნელად, როცა ყველაფერი დალაგებულია, ჩამოყალიბებული და განსაზღვრული, მაშინ იწყება გახლეჩა. გახლეჩას ჯობია თავიდანვე დააფიქსირო მრავალფეროვნება, ამ წინააღმდეგობებში ეძიო წესრიგის შესაძლებლობა. დემოკრატიის ბუნებაა ქაოსთან შეგუება. ესეც ბრძოლაა - ისეთი რამ უნდა მიიღო, რისი მიღებაც არ შეგიძლია. ეს საკუთარ თავთან სერიოზულ ბრძოლას მოითხოვს“, - მიაჩნია ტარიელ დათიაშვილს.
დემოკრატია ყველასგან ითხოვს ამ ბრძოლაში ჩართულობას. ბრძოლის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს სწორედ არჩევნები.
თუკი ფსიქოლოგიის ერთ-ერთ მამას ადლერს დავუჯერებთ, ძალაუფლება ამოძრავებს ადამიანს. დემოკრატია კი სწორედ ძალაუფლებაა. ძალაუფლება და პასუხისმგებლობა. ალბათ, ამის შეგრძნებამ უნდა დაძლიოს ნიჰილიზმი და მიიყვანოს ამომრჩეველი საარჩევნო უბნებში.
„ყველას აქვს უფლება ჩაერთოს პოლიტიკაში, იბრძოლოს ძალაუფლებისთვის, ზოგადად, ეს ზრდის პიროვნული პასუხიმგებლობის გრძნობას. ეფექტური ხდება იმის განცდა, რომ ეს ხელისუფლების, სააკაშვილის და შევარდნაძის ქვეყანა კი არ არის, არამედ მე ვარ მონაწილე ამ ქვეყნის შენებისა და ნგრევისა. ამ განცდის გამჩენია, ამ განცდას აძლიერებს ჩემი რეალური მონაწილეობა ძალაუფლებისთვის ბრძოლაში. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად ყველასთვის, მოცული უნდა ჰქონდეს საზოგადოების ყველა ფენა“, - აღნიშნავს ტარიელ დათიაშვილი.
რეალობა სხვა სურათს აჩენს, თუმცა სურათი შეიძლება შეიცვალოს, თანაც არა „Photoshop“-ის პროგრამის გამოყენებით ან სხვა ხელოვნური საშუალებებით, არამედ ბუნებრივად - ევოლუციის გზით.
ეკა კუხალაშვილი

0

არჩევნები ახლოვდება, სიები კი არ ზუსტდება

4/23/10

          სიები კვლავ აქილევსის ქუსლად რჩება 

სავარაუდოდ, ახალციხის ¹37 საარჩევნო ოლქში, გარდა ხუთი უბნისა, არჩევნები გაბერილი და დაუზუსტებელი სიებით ჩატარდება. “კარი-კარ შემოვლისპრონციპით სიების გადასამოწმებლად პრიორიტეტად დედაქალაქი განისაზღვრა. 
თამუნა უჩიძე, ახალციხე 
      სიების გადასამოწმებლად 100 000 ლარი თორმეტ პოლიტიკურ პარტიას ჩაერიცხა. მათ შორის თანხა უკან ეკა ბესელიას პარტიამ - “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” - გადარიცხა. დანარჩენებს თავად უნდა განესაზღვრათ ამ რესურსით სად რამდენ საარჩენო უბანს გადაამოწმებდნენ. 
       ახალციხეში სამი ოპოზიციური და ერთი სახელისუფლებო პოლიტიკური პარტია ფუნქციონირებს. მათ შორის სიების გადამოწმება პირველიკონსერვატიული პარტიისწარმომადგნლებმა დაიწყეს და დაასრულეს კიდეც.  
      თანხა მთელ საქართველოს ვერ გაწვდებოდა, ამიტომ ახალციხეში მხოლოდ ორი უბანი გადავამოწმეთ”, - ამბობსკონსერვატიული პარტიისრეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომრე ოლეგ სანდროშვილი.
     მისი თქმით, უბნები იმის მიხედვით შეირჩა, სადაც ბოლოს ჩატარებულ არჩევნებზე დიდი აქტივობა იყო: სადგურის უბანი და კლდე გადავამოწმეთ”.
      ორი უბანი ათი დღის განმავლობაში კონსერვატიული პარტიის თითო-თითო წარმომადგენელმა გადაამოწმა. სანდროშვილის განმარტებით, ამისათვის ორივე პარტიის წევრი ერთად 100 ლარს მიიღებს: ჯერ თანხა არ ჩარიცხულა, ახალციხის უბნის გადამოწმებისათვის 60, კლდის შემოვლისთვის კი 40 ლარს მიიღებენ”.  
      რესპუბლიკური პარტიისეროვნული კომიტეტის წევრსა და ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს თამარ გოგოლაძესშეუძლებლად მიაჩნია”, რომ უბანი ერთმა კაცმა გადაამოწმოს: ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით რომელ უბანზე რამდენი კაცი მუშაობს, რადგან ისინი ვინც სოფლებში არიან განაწილებულნი, იქ კიდევ თავიანთი ხალხი ჰყავთ აყვანილი”.
      რესპუბლიკურმა პარტიამსიების გადამოწმება 29 მარტს დაიწყო. გოგოლაძის განმარტებით რესპუბლიკელები სამ უბანს ამოწმებენ: ახალციხეში რაბათს, რადგან ყველაზე დიდი უბანია, სოფლებიდან აწყურსა და აგარას მოვიცავთ. თუUდროში ჩავეტიეთ ვეცდებით სხვა უბნებიც გადავამოწმოთ. მაგრამ ახლა აღდგომის დღეები ემთხვევა, შიდა პოლიტიკურ ვადად სიების გადასაცემად კი 7 აპრილია განსაზღვრული”.  
      ისევე როგორც სანდროშვილი, გოგოლაძეც აცხადებს, რომ თანხა მთელ ოლქს სიების გადასამოწმებლად არ გაწვდება. ამიტომ ჯობიაცოტა შემოწმდეს და ხარისხიანად”. მაგრამ გოგოლაძე თანხის ოდენობას, თუ რამდენი ლარია გამოყოფილი ახალციხის რაიონული ოფისისთვისკარი-კარ შემოსავლელადარ აკონკრეტებს: სიებს ჩვენი პარტიის წარმომადგენლები ამოწმებენ, გარედან მოყვანილი არვინ გვყავს. გვაქვს საწვავის საშუალება, ასევე კვების”.
       სიების გადასამოწმებლად არცერთი თეთრი არ ერგო ახალციხეში მოქმედქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას” - “პრიორიტეტად დედაქალაქი განისაზღვრა და იმიტომ”. თუმცა, რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები დარწმუნებლნი არიან, რომ სიებში დიდი ცდომილება იქნება. ჩვენი ვინც ვიცით, რომ გასულია ქვეყნიდან, ან გარდაცვლილია და სიაშია, მათ ამოვიღებთ”, - ამბობსქრისტიან-დემოკრატიული პარტიისახალციხის რაიონული ორგანიზაციის წევრი ზაზა ჩიტაძე.
     ცდომილება რომ დიდია, ოლეგ სანდროშვილი და თამარ გოგოლაძეც ადასტურებენ. მათი თქმით, ყველაზე მეტ უზუსტობას სიებში ქვეყნიდან არალეგალურად გასული პირები ქმნიან.
      ვინც ლეგალურადაა წასული იმას საოლქო ავტომატურად ამოაგდებს. არალეგალურად გასულების შემთხვევაში კი ფორმა ითვალისწინებს მეზობლების ან ოჯახის წევრების დადასტურებას, მაგრამ ამას არავინ ადასტურებს”, - ამბობს სანდროშვილი.
       გოგოლაძის თქმით, სიაში არიან ასეთი ადამინები, რომელთა მხოლოდ გვარი და სახელია მითითებული: გვერდით უწერიამისამართის გარეშესად უნდა გადავამწმო ეს ადამიანები?”
      მისი თქმით, განსაკუთრებულ სირთულეს სიების გადამოწმების პროცესში სოფლები ქმნის: ქალაქში მისამართია მოცემული, სოფელში მითითებულია უბრალოდ სოფელი, თან დაფიქსირებულია ისეთი კომლები, რომლებიც რეალურად საერთოდ არ არსებობენ”.
       სიების გადამოწმება ჯერ არ დაუწყიაერთიანი ნაციონალური მოძრაობისახალციხის ორგანიზაციას. თუმცა, როგორც პარტიაში აცხადებენ, მათ უკვეყველაფერი გაკეთებული აქვთდა არცდროში მოსასწრები აქვთ რამე”.
      როგორც გამგებელს, დიდი ხანია აღწერილი მყავს არამხოლოდ მოსახლეობა, არამედ ის, თუ ვის რა მანქანა ან რა რაოდენობის მიწის ფართობი აქვს, ჰყავს თუ არა საქონელი”, - აცხადებსერთიანი ნაციონალური მოძრაობისახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ათუნაშვილი.
       მისი თქმით, სიების გადამოწმებაალბათ აღდგომის შედეგომ კვირაში დაიწყება”.  
       აღდგომა 4 აპრილსაა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის ივანე მარგველაშვილის განმარტებით კი ცეესკოში სიების შეტანის ბოლო ვადა 9 აპრილია. საკითხავია, ეყოფა თუ არა სამი-ოთხი დღე ნაიციონალურ მოძრაობას თუნდაც ერთი უბნის შესამოწმებლად. 
       ახალციხის ¹37 საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 30 გადასამოწმებელი რჩება. თუმცა, სანდროშვილის განცხადებით, აზრი არც მათ მიერ ჩატარებულ კვლევას აქვს, თუ ცესკომ ეს ადამიანები სიიდან არ ამოიღო: “სულ ერთია, საარჩევნო კომისიები უბნების დაკომპლექტების შემდეგ სიებს მაინც გადაამოწმებენ”. 
      ახალციხის ¹37 საოლქო საარჩვენო კომისიის თავმჯდომარის ლეილა ნარიმანიშვილის განცხადებით, მათ საამისოდრაიმე განსაკუთრებული დავალება არ მიუღიათ”: უბნებზე ჩვეულებრივ გამოიკვრება სიები და ამომრჩევლები საკუთარ თავს გადაამოწმებენ”.  
         გოგოლაძის განცხადებით, სიების მხოლოდ სამ უბანზე გადამოწმებას ის მნიშვნელობა მაინც აქვს, ხელისუფლებას დაუმტკიცო რომ დარღვევები ნამდვილად არსებობს: საპასუხოდ ერთი უბნის მაგალითი ხომ მაინც უნდა გქონდეს? 
        მაგალითისთვის თუ არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის ახალციხის ¹37 ოლქში მხოლოდ ხუთი უბნის გადამოწმება, არჩევნების ობიექტურობის ხარისხს ახლავე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.