0
არ ვირჩევ, არ მაინტერესებს
არ ვირჩევ, არ მაინტერესებს
5/24/10
ლიდერის პრობლემა. პოლიტიკა და ინდეფერენტული მოსახლეობა.
რიტორიკა ბერძნული სიტყვაა და ორატორობის ხელოვნებას ნიშნავს.
ადგილობრივი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ორატორობის ხელოვნებას ცოდნა უნდა და ახლა ამ ცოდნასა და უნარს ვერ ფლობენ.
,,ცარიელი დაპირებები, უღიმღამო მეტყველება, გაცვეთილი ფრაზები და სახეზე სიყალბე. ასეთები არიან ახლა ჩვენი პოლიტიკოსები”, - ამბობს ადიგენის მკვიდრიLლეილა ჩიტაძე.
მოსახლეობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ლიდერი უნდა ფლობდეს ორატორობის ხელოვნებას, რითაც უნდა შეძლოს სხვაზე ზემოქმედების მოხდენა, თუმცა მსგავს პიროვნებას ისინი ჯერჯერობით ვერ ხედავენ.
,,შეიძლება თვითთმართველობის არჩევნებზე ერთ პიროვნებაზე ყურადღების გამახვილება არ მოხდეს, მაგრამ სლოგანები მაინც უნდა იყოს ყურში მოსახვედრი და გულშიჩამწვდომი. რომ მეუბნები ,,გასაკეთებელი კიდევ ბევრია”, ან, ,,მოვდივარ საქმით გპირდებით საქმეს” ამას ვიღა ჭამს?! ასეთი დაპირებების ხალხსაც აღარ სჯერა და ამით აღარც აღარავინ ტყუვდება”, - მიაჩნია ახალციხის მკვიდრს გრიშა ქომეთიანს.
ფსიქოლოგ გულიკო ბექაურს მიაჩნია, რომ პოლიტიკის მიმართ ხალხი გულგრილი გახდა, რაც სწორედ დამაჯერებელი და არგუმენტირებული პოლიტიკური რიტორიკის ნაკლებობითაა გამოწვეული.
“საზოგადოება თუ წლების წინ პოლიტიზირებული იყო, დღეს ჩვენი დაკვირვებიდან გამომდინარე, განსხვავებული დამოკიდებულება შეიმჩნევა.
როდესაც მაღალია მოლოდინი და ის მოლოდინი არ სრულდება, ასეთ შემთხვევაში ინტერსიც იკარგება, რასაც შემდეგ სამოქალაქო ცნობიერების დაკარგვაც მოჰყვება”, - აცხადებს გულიკო ბექაური.
ახალციხის მუნიციპალიტეტში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი არ ჰყავს. მოსახლოება მხოლოდ მათ იცნობს, ვისაც თანამდებობები უკავიათ, ან წინასარჩენოდ აქტიურდებიან და მოსახლეობას ხვდებიან. ასეთები კი მუნიციპალიტეტში თითზე ჩამოსათვლელია. გამოკითხული მოსახლეობიდან პასუხი ვერ მივიღეთ, თუ ვის თვლიან ლიდერად და ვისი პოლიტიკური გამოსვლები მოსწონთ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მათთვის პოლიტიკურად ცნობადი სახე გედი ფოფხაძეა, თუმცა ასევე აცხადებენ, რომ მას პოლიტიკურ ლიდერად ვერ აღიქვამენ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები კი აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რაიონი პატარაა, თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს და ყველა ერთმანეთის ახლობელია, მაინც ძნელია დაასახელონ პოლიტიკური ლიდერი.
,,ცენტრში რას ამბობენ საინტერესოს, რომ აქ რაიონში ვინმემ უკეთესი რამე თქვას?” - კითხულობს პენსიონერი შალვა ბაღდავაძე.
,,პოლიტიკური კულტურა არ არსებობს”, - მიაჩნია გულიკო ბექაურს და ამატებს - ,,მე ძალიან შემეშინდება მომავლის, როცა პოლიტკოსები ერთმანეთს ისეთი ზედსართავებთ ლანძღავენ, რომლის იქით ვხედავ პიროვნებას, რომლის მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება არაადეკვატური იყოს”.
ფსიქოლიოგის თქმით, ასევე ლიდერის არარსებობასა თუ არდანახვაზე გავლენას ახდენს სოციალური ფაქტორიც: ,,როცა ადამიანს არ შეუძლია ბოსტნის დამუშავება და საარსებო კარტოფილის მოყვანა, ის მთლიანად არის ორიენტირებული ეკონომიკურ პრობლემებზე. ამიტომაც, ხალხის დამოკიდებულება ასეთია – არ მაინტერსებს პოლიტიკა, არც პოზიცია, არც ოპოზიცია. ეს საშიში ტენდენციაა”.
მისი აზრით განწყობა - რაღაც უნდა შეიცვალოს, დაკარგულია: “პოლიტიკურ სისტემას საფუძვლად უნდა დაედოს ადამიანი. თუ ასე არ იქნება, სხვა შემთხვევაში წარმატებული პოლიტიკური სისტემა არ ჩამოყალიბებდება”.
იგი მიიჩნევს, რომ გადაფასებული ფრაზები, დაპრებები, რომელიც რეალობაში არ შეიძლება მოხდეს, ადამიანზე ცუდ გავლენას ახდენს.
,,შესაძლებლობები უნდა წარადგინონ ამომრჩევლებთან; რისთვის მოდიან და რა შესაძლებლობა აქვთ”, - დასძენს იგი.
გულო კოხოძე, ახალციხე
Posted in: რიტორიკის ენა | 0 Comments | Email This
Subscribe to:
Post Comments (RSS)
0 Responses to "არ ვირჩევ, არ მაინტერესებს"
Post a Comment