0

„სამართლიანი არჩევნებისა“ და „საია“-ს დამკვირვებლების მიერ ამ დროისთვის დაფიქსირებული დარღვევები ქუთაისში

5/30/10

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებულია, რომ ქუთაისის №59 ოლქის 77-ე და 47-ე საარჩევნო უბნებში აკლია რეგისტრატორის ერთი ბეჭედი.
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ქუთაისის №59 ოლქის 89-ე უბანში გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრს არ გაატანეს კომისიის ბეჭედი.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დამკვირვებლებს პრობლემა შეექმნათ ქუთაისის №109 სპეციალურ სააარჩევნო უბანზე.
„სამართლიანი არჩვევნების“ განცხადებით, ქუთაისის ოლქში, 71-ე საარჩევნო უბანზე ერთ კონვერტში ამომრჩეველმა მოათავსა 4 საარჩევნო ბიულეტენი.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებლებს პრობლემები შეექმნათ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შექმნილ საარჩევნო უბნებზე დროულად შესვლასთან დაკავშირებით. პრობლემები იყო მობილური ტელეფონის შეტანასთან დაკავშირებითაც.
„საია“-ს დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული იქნა, რომ საარჩევნო უბნებზე მიღებული საარჩევნო ბიულეტენები საარჩევნო სიაში ამომრჩეველთა ოდენობაზე ნაკლებია. აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა №59 ოლქის 105-ე უბანზე, 58-ე ოლქის მე-80 უბანზე. ასევე, „საია“-ს ინფორმაციით, ქუთაისის №59 ოლქის 77-ე უბანზე რეგისტრატორების ბეჭდების რაოდენობა დადგენილ ოდენობაზე ნაკლებია. ასევე, ქუთაისის 96-ე, მე-10, 53-ე, 41-ე, 124-ე, 51-ე, 52-ე, 101-ე უბნებზე მწყობრიდან გამოვიდა მარკირების აპარატი.
„საია“-ს განცხადებით, მიუხედავდ იმისა, რომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალის აპარატებია განთავსებული, კენჭისყრის კაბინები გადახურული არ არის, რამაც შესაძლოა ამომრჩველთა ხმის მიცემის ფარულობა დაარღვიოს. მიუხედავდ იმისა, რომ საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს კაბინის გადახურვის ვალდებულებას, „საია“ მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ მათ იხელმძღვანელონ 2008 წლის არჩევნების პრაქტიკით და უზრუნველყონ საარჩევნო კაბინების გადახურვა.
მოცემული დროისთვის „საია“-ს დამკვირვებლებს დაწერილი აქვთ 5 საჩივარი, საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით.
„ახალი გაზეთი“

0 Responses to "„სამართლიანი არჩევნებისა“ და „საია“-ს დამკვირვებლების მიერ ამ დროისთვის დაფიქსირებული დარღვევები ქუთაისში"