0
ემიგრანტები საარჩევნო სიებში
თამუნა უჩიძე, ახალციხე 25-26 აპრილიდან ახალციხის ოლქის 38-ვე საარჩევნო უბანზე სიები გაიკვრება და ამომრჩევლებს მათი გადამოწმების საშულება ექნებათ. თამარაშვილის #4-დან თამარ ინასარიძე ერთადერთი ემიგრანტია, რომელიც ერთიანი საარჩევნო სიიდან ამოღებულია. დანაჩენი რვა კი სიაში ჩვეულებრივი განმარტების - “უცხოეთშია” - გარეშე რჩება. ასპინძის #38-დან საზღვარგარეთ ოთხი პირია წასული: ნინო შემაზაშვილი, რეზო ნებაძე, თამარ ბარაბქაძე და რეზო თუმანიშვილი. საარჩევნო სიებში ცვლილებების შეტანა 20 მაისამდეა შესაძლებელი. მანამდე კი საქართველოში მყოფ პირებს საკუთარი თავის სიაში გადამოწმება უბნებზე შეუძლიათ. ვინ როგორ გამოიყენებს ემიგრანტების ბიულეტენებს, ეს მხოლოდ არჩევნების შემდეგ გაირკვევა.
ემიგრანტები საარჩევნო სიებში
4/26/10
ახალციხის #37 საოლქო საარჩევნო კომისიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან უბნებზე გასატანად ამომრჩეველთა ერთიანი სია უკვე მიიღო. საარჩევნო სიებში ემიგრანტებიც არიან.
“ეს ცესკოს, საჯარო რეესტრისა და პოლიტიკური პარტიების გადამოწმებული სიებია”, - ამბობს ახალციხის #37 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლეილა ნარიმანიშვილი.
გადამოწმებულ სიებში კვლავ დიდ უზუსტობას ქმნიან ემიგრანტები.
თამარაშვილის #4-ში მცხოვრებლებიდან საზღვარგარეთ ცხრა პიროვნებაა გასული. შვიდი მათგანი ოჯახიდან სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დროსაა წასული: მაია ხმალაძე, ლია ჯანხოთელი, ნონა კაპერსკი, დავით ინასარიძე, ნუნუ ინასარიძე, თამარ ინასარიძე, დავით თხელიძე, მალხაზ ფეიქრიშვილი და ეკა ივანიძე.
დავით ინასარიძე საბერძნეთში სამი წლის წინ, ნუნუ ინასარიძე კი ექვსი წლის წინ წავიდა.
“მათ სახელზე ბიულეტენი ყოველთვის მოგვდის. თამარმა საქართველო დაახლოებით 10 წლის წინ დატოვა, ბოლო არჩევნებზე მის სახელზე ბიულეტენი აღარ მიგვიღია”, - აცხადებს ნუნუ ინასარიძის შვილი ლევან ინასარიძე.
ორი წელია, დატოვა საქართველო თამარაშვილის #29-ში მცხოვრებმა კახაბერ ჩოხელმაც. მეზობლების განცხადებით, იგი საბერძნეთში იმყოფება. თუმცა ის, რომ კახაბერი უცხოეთშია, საარჩევნო სიაში მითითებული არაა.
ამათგან, თამარ ბარბაქაძე სიაში საერთოდ არაა, დანარჩენების სახელი და გვარი მოცემულია, თუმცა ის, რომ უცხოეთში იმყოფებიან, არც მათ გრაფაშია აღნიშნული.
ახალციხის #37 ოლქში საარჩვენო სიები ორმა პოლიტიკურმა პარტიამ “რესპუბლიკელებმა” და “კონსერვატორებმა” გადაამოწმეს. მათი განცხადებით, საარჩევნო სიებში ყველაზე მეტ უზუსტობას ქვეყნიდან სწორედ არალეგალურად გასული პირები ქმნიან. “ვინც ლეგალურადაა გასული, იმას საოლქო ავტომატურად ამოაგდებს. არალეგალურად გასულების შემთხვევაში კი, ფორმა, რომელსაც გადამოწმებისას ვავსებთ, ითვალისწინებს მეზობლების ან ოჯახის წევრების დადასტურებას, მაგრამ ამას არავინ ადასტურებს”, - აცხადებს “კონსერვატიული პარტიის” სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.
ლეილა ნარიმანიშვილის განცხადებით, არალეგალურად ქვეყნიდან გასულის სიიდან ამოღების უფლება არავის აქვს: “ეს ადამიანები კანონდამრღვევები არიან. ვერანაირად ვერ გადაამოწმებ, ის არაკანონიერადაა გასული თუ არა. რა უფლება გაქვს, სიიდან ამოიღო?! იქნებ უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, მაგრამ ბრუნდება და არჩევნების დღეს თავის ქვეყანაშია?!”
საქართველოს ცენტრალური საარჩვენო კომისიის 22 აპრილის #28/2010 დადგენილებით, საქართველოში მუდმივად ან დროებით მცხოვრებ ამომრჩეველს, რომელიც არ დგას საკონსულო აღრიცხვაზე და ამომრჩეველთა ერთიან სიაში მისი გვარის გასწვრივ არსებობს ჩანაწერი: “იმყოფება უცხოეთში”, აგრეთვე, სხვა სახელმწიფოში მუდმივად ან დროებით მცხოვრებ ამომრჩვეველს, რომელიც დგას საკონსულო აღრიცხვაზე და მისი გვარის გასწვრივ არსებობს ჩანაწერი: “საკონსულო აღრიცხავზე”, არჩვენებში მონაწილეობის მიღების უფლება ეძლევა იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის დღეს მიმართავს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას და წარადგენს საქართველოს მოქალაქის პასპორტს, რომელშიც იქნება ჩანაწერი (შტამპი) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შესახებ.
“ამდენად, კენჭისყრის დღეს ქვეყანაში დაბრუნებულ პირებს ხმის მიცემის საშუალება ექნებათ”, - ამბობს ლეილა ნარიმანიშვილი.
Posted in: სიები | 0 Comments | Email This
Subscribe to:
Post Comments (RSS)
0 Responses to "ემიგრანტები საარჩევნო სიებში"
Post a Comment