0
არჩევნების შედეგები და შეფასებები
რ ოგორც ამბობენ, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მოსახლეობა დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ამ მხრივ გამონაკლისია. საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული ინფორმაციით, არჩევნებზე მოსახლეობის საკმაოდ მაღალი აქტიურობა შეინიშნებოდა. 1 - ასპინძის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 9 860 2 – ახალციხის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა სიის მიხედვით შეადგენდა 36 295 კაცს, აქედან არჩევნებში საკუთარი პოზიცია 24 228 კაცმა, ანუ ამომრჩევლის 66.75-მა პროცენტმა დააფიქსირა. 3 - განსხვავებული მდგომარეობა იყო ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სადაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობა 27 749 კაცს შეადაგენს. არჩევნებზე მხოლოდ 14 050 მათგანი მივიდა. “ამ არჩვენებს ფარსი ვუწოდე. გაყალებება ისევ იყო. თუ ადრე საჩივრის დაწერის საშულება მაინც გვქონდა, ახლა ესეც ვერ გავაკეთე”, - განაცხადა ,,ალიანსი საქართველოსთვის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამარ გოგოლაძემ. საარჩევნო ბლოკ ,,ეროვნული საბჭოს” წარმომადგენელი ახალციხეში ოლეგ სანდროშვილი მიიჩნევს, რომ ,,ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურს იყენებდა, მაგრამ ამის საშუალებას კანონი აძლევდათ. გავიდნენ შვებულებაში და ისე ეწეოდნენ აგიტაციას. ჩვენ კი ფინანსები არ გვქონდა. არ მქონდა ოფისი. არ მქონდა ხარჯები სოფლებში რომ გავსულიყავი და მოსახლეობას შევხვედროდი. პლაკატებიც 29 მაისს ჩამოგვივიდა. ყველაფერი არჩევნების შედეგზე აისახა”. ,,ალიანსი საქართველოსთვის – 3, 83%; ,,გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება” – 9,9%; ,,თორთლაძე – დემოკრატიული პარტია” – 4, 8%. ასპინძის #39 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე როსტომ მაგრაქველიძემ განაცხადა, რომ ,,მუნიციპალიტეტში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა”. ასპინძის 12 ოლქში ათი წევრი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” იქნა არჩეული. დანარჩენი ორი კი ,,თორთლაძე – დემოკრატიული პარტია” და ,,გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანებიდან”. ახალციხის მუნიციპალიტეტი ,,ოლქში არცეთი საჩივარი არ შემოსულა. უბნებზე ოთხი საჩივარი დაიწერა, რომლებიც კომისიების მიერ ადგილზევე აღმოიფხვრა. არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატადა და არანაირ ექსცესს ადგილი არ ჰქონია”, - გვითხრა ¹37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა ქეთევან მიშველიძემ. ადიგენის მუნიციპალიტეტი ,,თოფაძე –მრეწველები” – 1,5%; ,,თორთლაძე – დემოკრატიული პარტია” – 2,3%. ,,გამომჟღავნდა სიებში უმნიშვნელო ცდომილება, საჩივარი ოლქში არ შემოსულა. მდგომარეობა იყო მშვიდი და ნორმალური”, - განაცხადა ¹38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა მაჭარაშვილმა. ბორჯომის მუნიციპალიტეტი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 58, 2%; ,,ალიანსი საქართველოსთვის” -5,8%; ,,თორთლაძე – დემოკრატიული პარტია” – 2,9%; ,,თოფაძე –მრეწველები” – 11, 9%. როგორც #36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან დევიძემ გვითხრა, საჩივარში ოლქში არ შესულა და ყველაფერმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
არჩევნების შედეგები და შეფასებები
6/13/10
,,მშვიდი არჩევნები” დამთავრდა. არჩევნების პროცენტული მაჩვენებელი სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მიხედვით და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების კომენტარები.
შეადგენდა, აქედან ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა 71-მა პროცენტმა, ანუ 6 999 კაცმა მიიღო.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს არაერთგვაროვნად აფასებენ.
ასპინძის მუნიციპალიტეტი
,,თოფაძე –მრეწველები” – 4, 94%;
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 74, 1%;
,,ეროვნული საბჭო” – 2,4%;
,,ალიანსი საქართველოსთვის” – 3,5%;
,,თოფაძე –მრეწველები” – 1,24%;
,,ეროვნული საბჭო” – 5,26%;
,,გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება” – 12,82 %;
,,თორთლაძე – დემოკრატიული პარტია” - 6,66 %;
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 70,4%.
ახალციხის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით 16 ოლქში თექვსმეტივე კანდიდატი ,,ერთიანი ნაციონალურ მოძრაობიდან” იქნა არჩეული.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 80, 7%;
,,ალიანსი საქართველოსთვის” – 2,3%;
,,ეროვნული საბჭო” – 1,8%;
,,გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება” - 11, 4%;
ადიგენის საკრებულოში სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსი მდგომარეობაა.
ადიგენის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით 15 ოლქში თხუთმეტივე კანდიდატი ,,ერთიანი ნაციონალურ მოძრაობიდან” იქნა არჩეული.
,,ეროვნული საბჭო” – 6,3%;
,,გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება” – 15, 4%;
ბორჯომის 11 მაჟორირატულ ოლქში თერთმეტივე წევრად ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილი კანდიდატები აირჩიეს.
გულო კოხოძე, ახალციხე
Posted in: არჩევნების შემდგომ | 0 Comments | Email This
Subscribe to:
Post Comments (RSS)
0 Responses to "არჩევნების შედეგები და შეფასებები"
Post a Comment