0

ახალქალაქი არჩევნების წინ

6/13/10

რა იციან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ; წავლენ თუ არა 30 მაისს საარჩევნო უბანში ხმის მისაცემად;, რას ფიქრობენ მომავალ არჩევნებზე და როდის დაიწყო წინასაარჩევნო კონკურენცია ახალქალაქშიამ საკითხების გარკვევასამხრეთის კარიბჭემარჩევნებამდე ორი დღით ადრე სცადა. 
რა განაცხადეს ამომრჩევლებმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე 
პირველი რესპონდენტი დაახლოებით 30 წლის, ემოციური მამკაცია, გვარად ოვანნისიანი, სახელს არ გვიმხელს, მიუხედავად იმისა, რომ მისივე თქმით, “არაფრის ეშინია”: რა თქმა უნდა, ვიცი, რა არჩევნებიაადგილობრივი მუნიციპალიტეტის. დავინტერესდი, იყო თუ არა ჩემი სახელი საარჩევნო სიაში, არჩევნებზეც წავალ. ხმას ვის მივცემ? არავის საქმე არ არის, მე მაქვს უფლება, ეს არავის გავუმხილო”. 
მეორე რესპონდენტიც აქტიური ამომრჩეველი აღმოჩნდა. 
რა საკითხავია, არჩევნებზე წავალ და ვიცი, რა არჩევნებიცაა, ჩვენ ყველამ ვიცით, ხმას ვის მივცემთ. გასაგებია, რომ არჩევანი ვადამდეა გაკეთებული”, - გვითხრა ახალქალაქის მცხოვრებმა კარლენ მეცატუნიანმა. 
წინა რესპონდენტისგან განსხვავებით, ნინა ვარდანიანმა არჩევნების წინა დღეებშიც კი არ იცის, რა არჩევნებია, როდის და ვის აძლევს ხმას. მან ჩვენი ყურადღება მაშინ მიიქცია, როცა მარცვლეულის ჩამბარებელი პუნქტის ყოფილი შენობის გრძელ კედელზე ჩამწკრივებულ მმართველი პარტიის პლაკატებს ათვალიერებდა. 
ახალქალაქში დასთან ერთად ვცხოვრობ. მე საქართველოს მოქალაქე ვარ, თუმცა, რა არჩევნებია, არ ვიცი. ალბათ, აივაზიანის (ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე) არჩევნებია. მიკვირს, სააკაშვილის ფოტოებიანი პლაკატები ყველგან რატომ არის გაკრული. ვინ არიან კანდიდატები? როდისაა არჩევნები? არჩევნებზე აუცილებლად წავალ. ჯერჯერობით, არ ვიცი, ხმას ვის მივცემ, მაგრამ არჩევნებზე აუცილებლად წავალ, რათა ჩემი ხმა არ დაიკარგოს”, - ამბობს იგი. 
ლევონ ლევანიანს სხვა პრობლემა აწუხებს. იგი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს, რადგან საარჩევნო სიაში არ არის: “არჩევნებზე არ წავალ, რადგან საარჩევნო სიებში ჩემი სახელი და გვარი არ არის. უკვე რამდენიმე წელია, ასეა, ჩემი საარჩევნო უფლების აღდგენის თხოვნით რამდენჯერმე მივმართე, მაგრამ ამაოდ. ვაჟიშვილს 18 წელი ახალხანს შეუსრულდა და ის არის სიაში. ასეთივე მდგომარეობაში ბევრი ადამიანია, ალბათ, მოსახლეობის 10-15 პროცენტი - ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. ადგილობრივი საარჩევნო კომისია ცუდად მუშაობს.
 73 წლის ხანდაზმული მამაკაცი, რომელმაც ვინაობის დასახელება არ მოისურვა, არჩევნებზე წასვლას არ აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ ამით მაინც არაფერი შეიცვლება: ზევით ვადამდე იციან, ხელისუფლებაში ვინ მოვა. ჩემი მდგომარეობა კი მაინც არაფრით შეიცვლება. ჩემი ხმა გადამწყვეტ როლს ვერ ითამაშებს. ამიტომაც არჩევნებზე არ წავალ, ისედაც ფეხები მტკივა, ტყუილად რატომ უნდა ვიარო.
 კიდევ ერთი რესპონდენტი გაგიკ ჩომარიანი იმ ამომრჩეველთა რიგებშია, ვინც იცის, რა არჩევნებია და ხმას ვის მისცემს. თუმცა, იგი პირადი არჩევნის კონფიდენციალობის უფლებით სარგებლობას ამჯობინებს. 
რამდენად შესაბამისი იქნება ახალქალაქში არსებული ასეთი წინასაარჩევნო სურათი არჩევნების შედეგებთან, ამას მოგვიანებით ვნახავთ. 
წინასაარჩევნო კონკურენცია 
ნამდვილი წინასაარჩევნო კონკურენცია ახალქალაქში მხოლოდ “5” (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) და “7” (ბლოკიეროვნული საბჭო) ნომრებს შორისაა.
 მმართველი პარტიის პლაკატების ერთფეროვნება ახალქალაქში არჩევნებამდე მხოლოდ ერთი კვირით ადრე დაირღვა და აქა-იქეროვნული საბჭოსპლაკატებიც გამოერია. დანარჩენი პარტიების მხრიდან ნამდვილი აგიტაცია ახალქალაქის მკვიდრებს არც უგრძვნიათ. 
სააგიტაციო პერიოდის ბოლოს, თავად პარტიების წარმომადგენლებისგან შევეცადეთ გაგვეგო, რა სიტუაცია იყო აგიტაციის თვალსაზრისით და რითი შეიძლებოდა ოპოზიციური პარტიების პასიურობის ახსნა. 
ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისა და საქართველოს დემოკრატთა პარტიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ წინასაარჩევნო აგიტაციამ ნორმალურ პირობებში ჩაიარა, ყველაფერი, რაც დაგეგმილი იყო, შესრულდა და ახლა მხოლოდ კენჭისყრის შედეგებს ელიან. 
მრეწველთა პარტიის წარმომადგენელს წინასაარჩევნო აგიტაციის პერიოდის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე ვესაუბრეთ. წინასაარჩევნო აგიტაციის პირობებით ისიც კმაყოფილია და იმედი აქვს, რომ აგიტაციის დასრულებამდე რამდენიმე დარჩენილ სოფელში ჩასვლასაც მოასწრებს.
 ბლოკეროვნული საბჭოსკანდიდატები კი წინასაარჩევნო აგიტაციის პირობებით უკმაყოფილო არიან. მათი სარეკლამო პლაკატების სიმცირე და გვიანი გამოჩენა იმით განმარტეს, რომ მათ პლაკატებს ხევენ. მათი თქმით, არის კონკრეტული ავტომანქანა, რომელიც დადის და მათ პლაკატებს ხევს. ამ მანქანის ნომრები დაფიქსირებული აქვთ. ეროვნული საბჭოს კანდიდატები ამაში მმართველ პარტიას სდებენ ბრალს.
 მმართველი პარტიის წარმომადგენელი, პარტიული სიის კანდიდატი ჰამლეტ მოვსისიანი ამბობს, რომ არ იცის, ეროვნული საბჭოს პლაკატებს ვინ და რატომ ხევს.
 ეროვნული საბჭოსმაჟორიტარი კანდიდატის ნორიკ კარაპეტიანის თქმით, მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებენ: აგიტაციას, ძირითადად, სოფლებში ვატარებთ, სადაც ხელს რწმუნებულები გვიშლიან. რა უფლება აქვს რწმუნებულს, აგიტაციაზე მოვიდეს და განცხადება გააკეთოს?! ორი დღის წინ, სოფელ კარტიკამის რწმუნებულმა ღიად გამოაცხადა, რომ მოსახლეობამ ხმა მმართველი პარტიის კანდიდატს უნდა მისცეს. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს. კარტიკამის რწმუნებულს განვუმარტე, რომ მას აგიტაციის ჩატარების უფლება არ გააჩნია და თუ აგიტაციის გაწევა უნდა, თანამდებობიდან უნდა გადადგეს”.
 მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამ ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.
 ასეთი ფაქტის შესახებ ჩემთვის არაფერია ცნობილი. და მაინც, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, არ ვარ დარწმუნებული, რომ კარტიკამის რწმუნებულს ასეთი განცხადების გაკეთება შეეძლო, თუმცა, მას, როგორც ამომრჩეველს, საკუთარი მოსაზრების გამოხატვის სრული უფლება აქვს. ეს ყოველი მოქალაქის, ყოველი ამომრჩევლის სამოქალაქო უფლებაა. ჩვენ თავად ვართ არჩევნების სუფთად და გამჭვირვალედ ჩატარებაში დაინტერესებულნი. ჩვენი პარტიის მხრიდან არანაირი დარღვევა არაა დაფიქსირებული. ჩვენც კანდიდატები ვართ და ისინიც კანდიდატები არიან და ერთი მეორეს ბარიერებს ვერ შეუქმნის”, - ამბობს ჰამლეტ მოვსესიანი.

აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი

0 Responses to "ახალქალაქი არჩევნების წინ"