0
არჩევნების შედეგები და შეფასებები
რ ოგორც ამბობენ, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მოსახლეობა დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ამ მხრივ გამონაკლისია. საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული ინფორმაციით, არჩევნებზე მოსახლეობის საკმაოდ მაღალი აქტიურობა შეინიშნებოდა. 1 - ასპინძის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 9 860 2 – ახალციხის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა სიის მიხედვით შეადგენდა 36 295 კაცს, აქედან არჩევნებში საკუთარი პოზიცია 24 228 კაცმა, ანუ ამომრჩევლის 66.75-მა პროცენტმა დააფიქსირა. 3 - განსხვავებული მდგომარეობა იყო ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სადაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობა 27 749 კაცს შეადაგენს. არჩევნებზე მხოლოდ 14 050 მათგანი მივიდა. “ამ არჩვენებს ფარსი ვუწოდე. გაყალებება ისევ იყო. თუ ადრე საჩივრის დაწერის საშულება მაინც გვქონდა, ახლა ესეც ვერ გავაკეთე”, - განაცხადა ,,ალიანსი საქართველოსთვის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამარ გოგოლაძემ. საარჩევნო ბლოკ ,,ეროვნული საბჭოს” წარმომადგენელი ახალციხეში ოლეგ სანდროშვილი მიიჩნევს, რომ ,,ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურს იყენებდა, მაგრამ ამის საშუალებას კანონი აძლევდათ. გავიდნენ შვებულებაში და ისე ეწეოდნენ აგიტაციას. ჩვენ კი ფინანსები არ გვქონდა. არ მქონდა ოფისი. არ მქონდა ხარჯები სოფლებში რომ გავსულიყავი და მოსახლეობას შევხვედროდი. პლაკატებიც 29 მაისს ჩამოგვივიდა. ყველაფერი არჩევნების შედეგზე აისახა”. ,,ალიანსი საქართველოსთვის – 3, 83%; ,,გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება” – 9,9%; ,,თორთლაძე – დემოკრატიული პარტია” – 4, 8%. ასპინძის #39 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე როსტომ მაგრაქველიძემ განაცხადა, რომ ,,მუნიციპალიტეტში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა”. ასპინძის 12 ოლქში ათი წევრი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” იქნა არჩეული. დანარჩენი ორი კი ,,თორთლაძე – დემოკრატიული პარტია” და ,,გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანებიდან”. ახალციხის მუნიციპალიტეტი ,,ოლქში არცეთი საჩივარი არ შემოსულა. უბნებზე ოთხი საჩივარი დაიწერა, რომლებიც კომისიების მიერ ადგილზევე აღმოიფხვრა. არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატადა და არანაირ ექსცესს ადგილი არ ჰქონია”, - გვითხრა ¹37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა ქეთევან მიშველიძემ. ადიგენის მუნიციპალიტეტი ,,თოფაძე –მრეწველები” – 1,5%; ,,თორთლაძე – დემოკრატიული პარტია” – 2,3%. ,,გამომჟღავნდა სიებში უმნიშვნელო ცდომილება, საჩივარი ოლქში არ შემოსულა. მდგომარეობა იყო მშვიდი და ნორმალური”, - განაცხადა ¹38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა მაჭარაშვილმა. ბორჯომის მუნიციპალიტეტი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 58, 2%; ,,ალიანსი საქართველოსთვის” -5,8%; ,,თორთლაძე – დემოკრატიული პარტია” – 2,9%; ,,თოფაძე –მრეწველები” – 11, 9%. როგორც #36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან დევიძემ გვითხრა, საჩივარში ოლქში არ შესულა და ყველაფერმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
0
არჩევნების შედეგები და შეფასებები
6/13/10
,,მშვიდი არჩევნები” დამთავრდა. არჩევნების პროცენტული მაჩვენებელი სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მიხედვით და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების კომენტარები.
შეადგენდა, აქედან ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა 71-მა პროცენტმა, ანუ 6 999 კაცმა მიიღო.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს არაერთგვაროვნად აფასებენ.
ასპინძის მუნიციპალიტეტი
,,თოფაძე –მრეწველები” – 4, 94%;
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 74, 1%;
,,ეროვნული საბჭო” – 2,4%;
,,ალიანსი საქართველოსთვის” – 3,5%;
,,თოფაძე –მრეწველები” – 1,24%;
,,ეროვნული საბჭო” – 5,26%;
,,გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება” – 12,82 %;
,,თორთლაძე – დემოკრატიული პარტია” - 6,66 %;
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 70,4%.
ახალციხის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით 16 ოლქში თექვსმეტივე კანდიდატი ,,ერთიანი ნაციონალურ მოძრაობიდან” იქნა არჩეული.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 80, 7%;
,,ალიანსი საქართველოსთვის” – 2,3%;
,,ეროვნული საბჭო” – 1,8%;
,,გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება” - 11, 4%;
ადიგენის საკრებულოში სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსი მდგომარეობაა.
ადიგენის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით 15 ოლქში თხუთმეტივე კანდიდატი ,,ერთიანი ნაციონალურ მოძრაობიდან” იქნა არჩეული.
,,ეროვნული საბჭო” – 6,3%;
,,გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება” – 15, 4%;
ბორჯომის 11 მაჟორირატულ ოლქში თერთმეტივე წევრად ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილი კანდიდატები აირჩიეს.
გულო კოხოძე, ახალციხე
Posted in: არჩევნების შემდგომ | 0 Comments | Email This
გასული არჩევნების საკამათო მომენტები
საზოგადოებრივი ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველო” ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს, საოლქო საარჩევნო კომისიაში კი ამის მიზეზს ვერ ხედავენ.
სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რაიონებში სადამკვირვებლო მისიას “მრავალეროვანი საქართველოს” 320 წევრი ახორციელებდა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნების უმრავლესობაში არჩევნების დღეს ამ ორგანიზაციის ერთი დამკვირვებელი მაინც იყო.
არჩევნების მეორე დღეს “მრავალეროვანმა საქართველომ” მათ დამკვირვებელთა დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სახელწოდების ქვეშ ჩამოწერილი დარღვევებიდან აბსოლუტურად ყველა ახალქალაქის მუნიციპალიტეტს ეხებოდა.
არჩევნების დღესვე “მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარემ არნოლდ სტეპანიანმა ჩაატარა პრეს-კონფერენცია, რომელზეც განაცხადა, რომ არჩევნები საქართველოს ტერიტორიაზე უხეში დარღვევებით ჩატარდა და სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებთან დაკავშირებით კონკრეტული განცხადებაც გააკეთა: “მოვითხოვთ, რომ ამ ორ რაიონში არჩევნების შედეგები გაუქმდეს, რადგან ჩვენ ბიულეტენების ჩაყრისა და საარჩევნო ურნების გახსნის შემთხვევები დავაფიქსირეთ” (Pანორამა.ამ), - განაცხადა არნოლდ სტეფანიანმა, რომლის მტკიცებითაც ამ ფაქტების დამადასტურებელი ვიდეომასალაც არსებობს. მან ასევე აღნიშნა, რომ კენჭისყრის პროცესის დროს ადგილი ქონდა ე.წ. “კარუსელებს”, ასევე, ხმის ხელმეორედ მიცემის შემთხვევებს.
მისი თქმით, მიღებულია ბევრი საჩივარიც. თუმცა ¹40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში მხოლოდ ხუთი საჩივარია დაფიქსირებული, ყველა ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველოს” დამკვირვებლებისგან. დაკმაყოფილებული არც ერთი არ არის, რადგან საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი არ გახლავთ.
“შემოსული საჩივრები განხილვას არ ექვემდებარება, რადგან ფაქტები არ არის დაფიქსირებული. ერთში ზუსტი დრო არაა მითითებული, მეორეში ნათქვამია, რომ უბანზე მარკირება არ გააკეთეს, მაგრამ ეს ვის და როდის შეეხო, მითითებული არ არის”, - ამბობს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ასმიკ მარანგოზიანი.
თუმცა იგივე საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც საჩივრის შედგენის წესებს საზღვრავს, შეიცავს პუნქტს, რომლის მიხედვითაც “განცხადების (საჩივრის) მიმღები შესაბამისი თანამდებობის პირი საარჩევნო კომისიიდან, ვალდებულია განმცხადებელს (მომჩივანს) განცხადების (საჩივრის) ნაკლოვანებაზე მიუთითოს და მათი აღმოფხვრისთვის გონივრული ვადა განუსაზღვროს” (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, სტატია 642), ანუ ნაკლოვანებათა აღმოფხვრა თავად კომისიის წევრებს უნდა ეცადათ, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მათ ან არ იცოდნენ ან არ ისურვეს.
საუბნო კომისიების მუშაობის შესახებ ბევრი რამაა ნათქვამი “მრავალეროვანი საქართველოს” მიერ მომზადებულ “არჩევნების დღის მონიტორინგში”. კერძოდ, ამ დოკუმენტში ვკითხულობთ: საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ახალქალაქის საოლქო კომისიაში უბნებიდან შემოსული ოქმების 90 პროცენტზე მეტი არ იყო კანონმდებლობის შესაბამისად შევსებული. აღნიშნული ტენდენცია მასობრივ ხასიათს ატარებდა, რაც ნათლად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საუბნო კომისიის წევრები არ იყვნენ ადეკვატურად მომზადებულნი საარჩევნო პროცედურების ჩატარებისთვის (საერთოდ ნაკლებად იყვნენ ინფორმირებულნი საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ) და მათი საარჩევნო ცნობიერებს დონე ნამდვილად არ შეესაბამებოდა მათდამი წაყენებულ მოთხოვნებს, მიუხედავად მრავალი სატრეინინგო პროგრამისა, რომელიც მათ ჩაუტარდათ. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები საარჩევნო დოკუმენტაციას დამოუკიდებლად ვერ ადგენდნენ და დახმარებას კომისიის წევრებს თხოვდნენ.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ საუბნო ოქმები, ძირითადად, სწორად იყო შევსებული. მისი თქმით, ამაზე უკვე სალაპარაკო აღარაფერია.
“მუშაობა მთელი ღამე მიმდინარეობდა, ჩვენი ცამეტი წევრი, ეუთო-ს წარმომადგენლები, დამკვირვებლები, ოპოზიცია, ყველა იქ იყო. თუ საკითხი დასასმელი იყო, მაშინ უნდა ეთქვათ. რასაკვირველია, თუ კომისიამ პროტოკოლები დაამტკიცა, ყველაფერი რიგზე იყო (ისინი სწორად გახლდათ შედგენილი). სწორედ ამაზე დაყრდნობით შევადგინეთ საოლქო პროტოკოლი. შევსებისას კი მხოლოდ ერთ ადგილზე შეეშალათ, პროპორციული სიების ნაცვლად სხვა შეავსეს”, - ამბობს ასმიკ მარანგოზიანი.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგებს, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების დასრულებიდან არა უგვიანეს 24 დღის განმავლობაში დააჯამებს. 23 ივნისს ჩატარდება სხდომა, რომელზეც ცენტრალური საარჩევნო კომისია, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული დოკუმენტების საფუძველზე, არჩევნების საბოლოო შედეგების პროტოკოლს შეადგენს.
რიმა ღარიბიანი, ახალქალაქი
რიმა ღარიბიანი, ახალქალაქი
Posted in: არჩევნების შემდგომ | 0 Comments | Email This
Subscribe to:
Posts (RSS)